ბატონის ციხე — გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქალაქ თელავში, კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ციხის ზღუდე ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლე, აგებული XVII საუკუნის 60-იან წლებში, კარის ორი ეკლესია, აბანო, გვირაბი. ზღუდის შიგნით მოთავსებული იყო სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, უფლისწულთა სასახლე და სემინარია (შემორჩენილია მისი ნაშთი). XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს (სასულიერო სასწავლებელი, ე. წ. „ხაზინა“, სატუსაღო, სამრეკლო და სხვა).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14