ბასკაკი (თურქ.) — მონღოლ ყაენთა მოხელე, რომელიც განაგებდა დაპყრობილ ქვეყნებში გადასახადების აკრეფის და მოსახლეობის აღრიცხვის საქმეს.

რუსეთში ბასკაკები XIII საუკუნის შუა ხანებში გაჩნდნენ, მაგრამ უკვე XIV საუკუნის დამდეგს მონღოლეთის ყაენები იძულებული გახდნენ ხარკის აკრეფა რუსი მთავრებისათვის მიენდოთ. ქართულ მატიანეებში ბასკაკები არ მოიხსენიება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებს ჰყავდათ გადასახადების ამკრეფი მოხელეები.

ლიტერატურა რედაქტირება