ბარკი (ნიდერლ. bark) — დიდი საზღვაო აფრიანი ხომალდი, რომელსაც კიჩოს გარდა ყოველ ანძაზე აქვს პირდაპირი აფრები. სხვა სიტყვებით, ბარკის ყოველ ანძას, უკანასკნელის გამოკლებით, გადამკვეთი რანგოუტიდან აქვს მხოლოდ რეი, როდესაც უკანასკნელ ანძას რეი არ აქვს. ბარკის ანძების რაოდენობა — სამი ან მეტი (ამგვარი აგებულების ორანძიან აფროსნებს უწოდებენ ბრიგანტინებს).

ბარკი „გორხ-ფოკი“ (1948-2003 „ამხანაგი“), აგებულია 1933 წელს

სახელწოდების ისტორია რედაქტირება

XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ბარკს უწოდებდნენ პატარა აფრიან ხომალდს, რომლის კორპუსიც იყო ბრტყელძირიანი.[1] ძირითადად გამოიყენებოდა ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Барк // Изобретения и технологии (Оксфордская иллюстрированная энциклопедия), Пер. с англ. (в 9 томах), ტ. 6, Москва: Издательский Дом «ИНФРА-М», Издательство "Весь Мир", 2000. — გვ. 24. 416 გვ.