ბარიუმის ბრომიდი — ქიმიური ნაერთი ფორმულით BaBr2. ბარიუმის ქლორიდის მსგავსად, ის კარგად იხსნება წყალში და ტოქსიკურია წყალხსნარში.

კრისტალური სტრუქტურა ბარიუმის ბრომიდის __ Ba2+     __ Br
ზოგადი
ქიმიური ფორმულაBaBr2 (ანჰიდრიტი)
BaBr2·2H2O (დიჰიდრატი)
მოლური მასა297.14 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე4.78 (ანჰიდრიტი) გ/სმ3
3.58 (დიჰიდრატი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა857 °C
დუღილის ტემპერატურა1,835 °C
NFPA 704
0
3
0

მიღება რედაქტირება

ბარიუმის ბრომიდი მიიღება ბარიუმის სულფიდზე ან ბარიუმის კარბონატზე, ბრომწყალბადმჟავას მოქმედებით (მიიღება ბარიუმის ბრომიდის ჰიდრატი). რეაქცია მიმდინარეობს მოკლე დროში.

BaS + 2HBr → BaBr2 + H2S
BaCO3 + 2HBr → BaBr2 + CO2 + H2O

ბარიუმის ბრომიდი შეიძლება კრისტალიზირდეს ხსნარის გარეთ მისი დიჰიდრატის ფორმით, BaBr2·2H2O, რომელიც 120 ° C- მდე გაცხელებისთანავე გარდაიქმნება ანჰიდრიტად.[1]

გამოყენება რედაქტირება

ისტორიულად, ბარიუმის ბრომიდი გამოიყენებოდა რადიუმის გასაწმენდად მარი კიურის მიერ. რადიუმის ნალექები ძირითადად ბარიუმის ბრომიდის ხსნარში შეჰყავს, ნალექში რადიუმის და ბარიუმის შეფარდება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ხსნარში. [2]

უსაფრთხოება რედაქტირება

ბარიუმის ბრომიდი, წყალში ხსნად სხვა ბარიუმის მარილებთან ერთად, ტოქსიკურია და შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Patnaik, Pradyot (2003), Handbook of Inorganic Chemical Compounds, McGraw-Hill Professional, pp. 81–82, ISBN 978-0-07-049439-8, http://books.google.com/books?id=Xqj-TTzkvTEC&pg=RA1-PA81&dq=%22barium+bromide%22+subject:%22Chemistry,+Inorganic%22. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03
  2. Sime, Ruth Lewin (1996), Lise Meitner: A Life in Physics, University of California Press, p. 233, ISBN 978-0-520-20860-5, http://books.google.com/books?id=uPzZQzx-mkcC&pg=PA233&dq=%22barium+bromide%22+radium. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03