ბარისახო — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემის ცენტრი (სოფლები: აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, დუშეთიდან 63 კილომეტრში.

სოფელი
ბარისახო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურეთი
კოორდინატები 42°28′22″ ჩ. გ. 44°55′40″ ა. გ. / 42.47278° ჩ. გ. 44.92778° ა. გ. / 42.47278; 44.92778
ცენტრის სიმაღლე 1460
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 153[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბარისახო — საქართველო
ბარისახო
ბარისახო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბარისახო
ბარისახო — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ბარისახო

ისტორია რედაქტირება

1813 წელს ბარისახოსთან გაიმართა ბრძოლა აჯანყებულ ხევსურებსა და რუსეთის ჯარს შორის, რომელიც ხევსურების დამარცხებით დამთავრდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფელში 46 კომლი სახლობდა. 1934 წელს ბარისახოში საზეიმოდ გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის გზა (დუშეთი-ბარისახო), რომლის მშენებლობაც 1930 წელს დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბარისახოს ხმალას ანგელოზისადმი შეწირული რიტუალური წყლის ჭურჭელი, ლომის გამოსახულებით (XII–XIV სს.), რომელზეც შემონახულია XVII-XVIII სს. წარწერა: „ქ. შემოგწირე მარაულმა საღირამ ხმალას და მთავარანგელოზსა შვილისა და…“

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 153 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 115 48 67
2002[3]   215 130 85
2014[1]   153 76 77

ფოტოგალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 15.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.