ბარგუზინის ქედი (რუს. Баргузинский хребет) — ქედი ბაიკალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ჩივირკუის ყურიდან მდინარე ზემო ანგარამდე, რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში.[1] სიგრძე 280 კმ-მდე. საუალო სიმაღლე 2000 მ, მაქსიმალური 2841 მ. აგებულია ზედაპროტეროზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს წვეტიანი კლდოვანი მწვერვალები და ციცაბო, ძნელმისადგომი კალთები. დასავლეთ კალთაზე 1200–1400 მ-მდე განვითარებულია ფიჭვისა და ლარიქსის, სოჭისა და კედრის ტაიგა. ზემოთ მეჩხერი ტყე, ალპური მდელოები და მთის ტუნდრაა, აღმოსავლეთ კალთაზე 1400–1800 მ-მდე ჭარბობს ლარიქსიანი ტაიგა. არის მინერალური წყაროები.[2]

ბარგუზინის ქედი
კოორდინატები: 54°42′ ჩ. გ. 110°24′ ა. გ. / 54.700° ჩ. გ. 110.400° ა. გ. / 54.700; 110.400
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი უსახელი მწვერვალი
სიმაღლე 2841 
სიგრძე 280 კმ
ბარგუზინის ქედი — რუსეთი
ბარგუზინის ქედი

დამახასიათებელია კონტინენტური ნოტიო ჰავა. დასავლეთ კალთაზე გაშენებულია ბარგუზინის ნაკრძალი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006.
  2. 2.0 2.1 Баргузинский хребет | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-29. ციტირების თარიღი: 2021-01-24.