ბარბარა სტენვიკი (ინგლ. Barbara Stanwyck; დაიბადა როგროც რუბი ეკატერინე სტივენსი ; დ. 16 ივლისი, 1907 — გ. 20 იანვარი, 1990) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მოცეკვავე. სცენის, კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი, 60 წლიანი კარიერის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც სრულყოფილი და ძლიერი პროფესიონალი. იყო რეჟისორების, მათ შორის სესილ ბ. დემილის, ფრიც ლენგისა და ფრენკ კაპრას რჩეული, მან 38 წლის განმავლობაში, ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე, 85 ფილმი გადაიღო.

ბარბარა სტენვიკი

სტენვიკი 1939 წელს
დაბადების სახელი რუბი კეტრინ სტივენსი
დაბადების თარიღი 16 ივლისი, 1907
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990 (82 წლის)
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე
აქტიური 1922-1986
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 1

სტენვიკმა სცენაზე თამაში 1923 წელს, 16 წლის ასაკში დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლებში გამოჩნდა. პირველი მთავარი როლით, რომელიც სპექტაკლში, ბურლესკში ითამაშა (1927), მსახიობმა დიდევა მოიპოვა და ბროდვეის ვარსკვლავად დამკვიდრდა. 1929 წელს ფრენკ კაპრამ აირჩია იგი თავისი რომანტიკული დრამისთვის დასვენების ქალბატონები (1930), რის შემდეგაც ჰქონდა სხვა ბევრი მთავარი როლი.

1937 წელს მან მთავარი როლი ითამაშა ფილმში, სტელა დალასი, აღნიშნულ ფილმში მონაწილეობისთვის, მან მიიღო ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 1941 წელს მან ითამაშა ორ წარმატებულ კომედიაში: ცეცხლის ბურთი, სადაც ითამაშა გარი კუპერთან ერთად, და ''ლედი ევა'', რომელშიც თამაშობდა ჰენრი ფონდასთან ერთად. მან მიიღო თავისი მეორე ოსკარის ნომინაცია ფილმში ''ცეცხლის ბურთი''-ში შესრულებული როლით. გამოსვლიდან ათწლეულების განმავლობაში ლედი ევა კომიკურ კლასიკად მიიჩნევა, სტენვიკის შესრულებული როლი კი, ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკულ კომედიაში. [1]

1944 წლისთვის სტენვიკი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი შეერთებულ შტატებში. მან ფრედ მაკმურეისთან ერთად ითამაშა ფილმში, ორმაგი ანაზღაურება (1944), სადაც იგი თამაშობდა მბზინავ მეუღლეს, რომელმაც დაარწმუნა მაკმურეის სადაზღვევო გამყიდველი, იმაში რომ მას მისი ქმარი მოეკლა. გავრცელებულია მოსაზრება, რომ სტენვიკი არა მხოლოდ უნდა ნომინირებულიყო ოსკარზე, არამედ მას უნდა მოეგო ოსკარი, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. მან მიიღო ოსკარის მორიგი ნომინაცია მისი მთავარი როლის შესრულებისთვის, როგორც ინვალიდი მეუღლე, თრილერში უკაცრავად, არასწორი ნომერი (1948). 1960-იან წლებში ტელევიზიაში გადასვლის შემდეგ მან მოიგო სამი ემის ჯილდო: ბარბარა სტენვიკის შოუსთვის (1961), დასავლური სერიალისთვის, დიდი ხეობა (1966) და მინი სერიალისთვის, The Thorn Birds (1983).

მან 1982 წელს მიიღო საპატიო ოსკარი, ხოლო ოქროს გლობუსის სესილ ბ. დემილის პრემია 1986 წელს, ასევე იყო კიდევ რამდენიმე საპატიო ცხოვრების ჯილდოს მფლობელი. იგი ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ, კლასიკური ამერიკული კინოს მე-11 უდიდეს ვარსკვლავად იქნა შეფასებული. [2] მისმა ერთ-ერთმა რეჟისორმა, ჟაკ ტურნერმა სტანვიკის შესახებ თქვა: ”ის მხოლოდ ორი რამისთვის ცხოვრობს და ორივე სამუშაოა”. [3]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი ბარბარა სტენვიკი დაიბადა 1907 წლის 16 ივლისს, ბრუკლინში, ნიუ-იორკში, მისი დაბადების სახელია რუბი კეტრინ სტივენსი. იყო კეტრინ ანას (1870–1911) და ბაირონ სტივენსის (1872–1919), მშრომელთა კლასის მშობლების მეხუთე და ყველაზე ახალგაზრდა ქალიშვილი. მისი მამა, წარმოშობით ინგლისელი, მასაჩუსეტსის შტატიდან იყო, ხოლო დედა, შოტლანდიელი წარმოშობის, სიდნეიდან, შოტლანდიიდან ემიგრირებული. [4] [5] [6] როდესაც ბარბარა 4 წლის იყო, დედამის მთვრალი ტრამვაის მძღოლი დაეჯახა, მას აბორტის გაკეთება მოუხდა, რის გართულებების შედეგადაც გარდაიცვალა. დაკრძალვიდან ორი კვირის შემდეგ, მამამისი შეუერთდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც პანამის არხს თხრიდა და ამის შემდეგ, მის ოჯახს იგი აღარასდროს უნახავს. [7] რუბი და მისი უფროსი ძმა, მალკოლმ ბაირონი (მოგვიანებით მეტსახელად "ბაი") სტივენსი, მათმა უფროსმა დამ ლორა მილდრედმა (მოგვიანებით მილდრედ სმიტმა) გაზარდა, რომელიც გულის შეტევით 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუბი მილდრედთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა 1916 და 1917 წლების ზაფხულში. [8] 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და ბრუკლინის უნივერმაღში პაკეტების შემფუთავად დაიწყო მუშაობა. [9] რუბი არასდროს დადიოდა საშუალო სკოლაში.

ამის შემდეგ მან ბრუკლინის სატელეფონო ოფისში დაიწყო მუშაობა, კვირაში 14 დოლარად, რამაც მას ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა მისცა. [10] მას სამუშაო არ მოსწონდა; მიუხედავად იმისა რომ მის დას ეს იდეა არ მოსწონდა, მას შოუბიზნესის საქმიანობაში შესვლა სურდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Thomson, David (2014). The New Biographical Dictionary of Film (en). Alfred A. Knopf. ISBN 9780375711848. 
  2. AFI's 100 Years...100 Stars. ციტირების თარიღი: October 23, 2006 American Film Institute; retrieved November 17, 2011.
  3. Basinger, Jeanine, The Star Machine, Knopf, 2007, p. 371
  4. Callahan 2012, pp. 5–6.
  5. "Ruby Catherine Stevens "Barbara Stanwyck." Rootsweb; retrieved April 17, 2012.
  6. Madsen 1994, p. 8.
  7. Madsen 1994, p. 9.
  8. Callahan 2012, p. 222.
  9. Prono 2008, p. 240.
  10. Madsen 1994, pp. 11–12.