ბარატ ჰაბიბ კიზი შეკინსკაია (აზერ. Barat Həbib qızı Şəkinskaya; დ. 28 ივნისი, 1914 — გ. 14 იანვარი, 1999) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი ქალი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1949). გათხოვილი იყო სსრკ-ს სახალხო არტისტზე მეჰტი მამედოვზე. კინომსახიობის და თეატრალური რეჟისორ ელჩინ მამედოვის დედა.

ბარატ შეკინსკაია
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1914
მოინათლა შუშა (ქალაქი), აზერბაიჯანი
გაუჩინარდა 14 იანვარი, 1999
ბაქო, აზერბაიჯანი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბარატ ჰაბიბ კიზი შეკინსკაია დაიბადა 1914 წლის 28 ივნისს ქალაქ შუშაში ბეგის ოჯახში. დედამისი გევხარ-ხანუმი იყო აზერბაიჯანელი მწერლისა და დრამატურგ აბდურაჰიმ ბეგ ახვერდიევის ძმიშვილი. პირველადი განათლება მან მიიღო ქალაქ შუშაში. 13 წლის ასაკში მონაწილეობდა განჯის დრამატულ წრეში.

1935 წლიდან თამაშობდა აზერბაიჯანის აკადემიური დრამატულ თეატრში. ბარატ შეკინსკაია აზერბაიჯანში იყო პირველი ქალი, რომელმაც ითამაშა მამაკაცის როლი. მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა კოსტიას როლის შესრულებით განჯის თეატრში, ასევე 1934 წელს ბაქოში ნათამაშევი ნაპოლეონის როლით. მსახიობმა ასევე რამდენიმე საბავშვო როლიც ითამაშა. თავისი ბოლო საბავშვო როლი შეასრულა 37 წლის ასაკში (რზა თაჰმასიბის „ოცნებებში“ ნაზლის როლი).

1935 წელს აზერბაიჯაის სახალხო არტისტის მუსტაფა მარდანოვის ინიციატივით ბარატ შეკინსკაია მონაწილეობდა რადიოგადაცემაბში.

1949 წელს ბარატ შეკინსკაია გახდა აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.

მსახიობი გარდაიცვალა 1999 წლის 13 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება