ბარალეთისოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბარალეთი, იხტილა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 , ახალქალაქიდან დაშორებულია 16 კმ-ით.

სოფელი
ბარალეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ბარალეთი
კოორდინატები 41°32′42″ ჩ. გ. 43°30′29″ ა. გ. / 41.54500° ჩ. გ. 43.50806° ა. გ. / 41.54500; 43.50806
ადრეული სახელები ბარალისი
ცენტრის სიმაღლე 1680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 770[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 77 %
ქართველები 23 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბარალეთი — საქართველო
ბარალეთი
ბარალეთი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბარალეთი
ბარალეთი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბარალეთი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 969[2]
2014 770   371 399

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფლის ცენტრში დგას XI საუკუნის ქართული ეკლესია — სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა:

 
„[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა.“

„ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.

სოფლის ღირშესანიშნაობებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ჯავახური დარბაზი: გოგოლაძეებისა და ბერძენიძეების დარბაზი, რომლის გვირგვინიც პირდაპირ კედლიდან იწყება.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

1900-1902 წლებში სოფლის ექიმად მუშაობდა საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • დ. უკლება, ნ. ჩუბინაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 36, ISBN 978-99940-27-10-1.
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში (1979 წ.), ჯავახეთი, ისტორია და თანამედროვეობა, გვ. 335-404, ახალციხე 2002
  • ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, ახალციხე, 2001

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.