ბარაკოა (ესპ. Baracoa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მაღალი კლდოვანი მთებით, რის გამოც ქალაქი იზოლირებული იყო ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან. 1960-იან წწ. მთების გავლით გაიხსნა გზა, რომლის მეშვეობით ბარაკოა დაუკავშირდა ქალაქ გუანტანამოს.

ქალაქი
ბარაკოა
Baracoa
გერბი

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია გუანტანამო
კოორდინატები 20°21′00″ ჩ. გ. 74°31′00″ დ. გ. / 20.35000° ჩ. გ. 74.51667° დ. გ. / 20.35000; -74.51667
დაარსდა 1511
ფართობი 977[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 81,794 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 83.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 21
საფოსტო ინდექსი 97310
ოფიციალური საიტი baracoa.org
ბარაკოა — კუბა
ბარაკოა

2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 81,794 ადამიანი.[2] 1492 წელს ბარაკოას თანამედროვე ადგილი პირველად მოინახულა ქრისტეფორე კოლუმბმა. ქალაქი დაარსდა 1511 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკესის მიერ. 1518–1522 წლებში ბარაკოა იყო კუბის დედაქალაქი.

მოჰყავთ კაკაო, ქოქოსი და ბანანი. ბარაკოა კუბაში შოკოლადის წარმოების მთავარი ცენტრია. განვითარებულია ტურიზმი. მიმდინარეობს თევზჭერა. ქალაქიდან დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს მაგიდა მთა — ელ-იუნკე, ხოლო ჩრდილოეთით 20 კილომეტრში ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი. ქალაქში არის აეროპორტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Statoids. Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-05.
  2. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-05. (ესპანური)