ბანფის ეროვნული პარკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბანფი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბანფის ეროვნული პარკი (ინგლ. Banff National Park) — კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს. პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან, ლუიზის ტბიდან, ჩრდილოეთისკენ ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება: დასავლეთით — ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით — კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.

ბანფის ეროვნული პარკი

Banff National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ალბერტა, კალგარი
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
უახლოესი ქალაქი ბანფი
კოორდინატები 51°10′ ჩ. გ. 115°33′ დ. გ. / 51.167° ჩ. გ. 115.550° დ. გ. / 51.167; -115.550
ფართობი 6 641
დაარსდა 1885
სტუმრობა 3 927 557 (2004/2005)
მმართველი ორგანო კანადის პარკები

ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია[1], მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკების ორწლიანი ეკო-მონიტორინგი და შესწავლა, რის შემდეგადაც შემუშავდა სხვადასხვა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პარკების ეკოსისტემის გაუმჯობესება დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Park Management, Annual Planning Forum 2005. Parks Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2006-07-12.