ბანოვანი (მწერალი)

ქართველი მწერალი და პუბლიცისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბანოვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (დ. 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი — გ. 6 დეკემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

ბანოვანი
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1880(1880-12-06)
დაბადების ადგილი ლაჯანა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 6 დეკემბერი, 1934(1934-12-06) (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“, „ისარი“, „თემი“, „ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება