ტერმინს „ბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბანი.

ბანი — თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“.

ბანის დიაპაზონი

ამჟამად ბანი ეწოდება:

  • მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
  • აკორდის ქვედა ბგერას;
  • მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება