ბანგალი

მდინარე ბანგლადეშში

ბანგალი (ბენგ. বাঙালি নদী) — ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მდინარე (მეტად ცნობილი როგორც ჩრდილოეთ ბენგალი). 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა ბანგალი შერწყმოდა მდინარე ჯამუნას (ბანგლადეშის მდინარე). ეს მოვლენა გამოიწვევს დიდ ცვლილებებს ბანგლადეშის ამ რეგიონში.[1][2]

ბანგალი
বাঙালি নদী
ქვეყანა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
ბანგალი ვიკისაწყობში

ეტიმოლოგია რედაქტირება

XVIII საუკუნის გვიან პერიოდში ბრიტანეთის ინდოეთის წინააღმდეგ გაჩაღდა მოძრაობები ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილში. აჯანყების ორი ცენტრიდან ერთ--ერთი მდებარეობდა ბოგრას, მეორე კი რანგპურის რაიონში. ორივე მათგანი მდინარე ბანგალის სანაპიროებზე მდებარეობს. სახელი „ბანგალი“ ამ პერიოდს უკავშირდება, თუმცა მისი წარმომავლობა დღემდე უცნობია.

გეოგრაფია რედაქტირება

მდინარე სათავიდან გაიბანდას რაიონამდე ცნობილია როგორც „გაჰოტი“. გაიბანდაში ბანგალი ორ ნაწილად იყოფა — ერთი ნაწილი აგრძელებს გზას როგორც „გაჰოტი“ და უერთდება მდინარე კარატოიას შერპურში (ბოგრას რაიონი); მდინარის მეორე ნაწილი მიედინება სამხრეთით და იყოფა ისევ ორად ბოგრაში. ეს ორი ნაწილი ჩაედინება ჯამუასა და კარატოას მდინარეებში.

მცირე ხნის წინ ბანგალის ძირითადმა წყარომ ტისტამ მოცულობითი შემცირება დაიწყო. ნელ-ნელა ბანგალის ძირითადი საზრდო მდინარე ჯამუნას წყალი ხდება. ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის მდინარეთა კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი აბდულ ვაჯედი ფიქრობს, რომ სწორედ ჯამუნა უნდა ჩაითვალოს ბანგალის მთავარ მასაზრდოებელად.[1]

რეგიონის სხვა მდინარეების მსგავსად, ბანგალი გადის რამდენიმე დანაყოფს და იერთებს სხვადასხვა სახის შენაკადებს. „Bogra District Gazetteer-ის“ ინფორმაციით ბანგალის მდინარე მიედინება სარიქანდში სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღწევს ჩოუ-გატას. ამის შემდეგ ჯურიგაჩაში ის იტოტება ორად. დასავლეთ განშტოებას ჰქვია ჰალ-ჰალია და მიედინება ბოგრაში სამხრეთის მიმართულებით. აღმოსავლეთი ნაწილი აგრძელებს გზას როგორც „ბანგალი“ დუნატ თანაში.[3] დუნატშივე, კერძოდ ბათუაბარში ეს ორი ნაწილი კვლავ ხვდება ერთმანეთს, შეერწყმება და გზას აგრძელებს „ფულჯურის“ სახელით, ეს უკანასკნელი გვერდს იქცევს დასავლეთის მიმართულებით სამხრეთ პანტაბარის მახლობლად და ჩამოედინება ადგილზე რომელსაც კაჩარი ალიანის სახელით იცნობენ. აქ მისი სახელი იცვლება ხანპურ მოჰონათი და მცირე ხანში უერთდება კარატოას. აქედან გაერთიანებული ბანგალი-კარატოას მდინარე აგრძელებს გზას მოდიაბაგში, ჰიმაბარში და შერპურში.[1]

შემაშფოთებელი მდგომარეობა რედაქტირება

მეცნიერები შეაშფოთა ბანგალის ამჟამინდელი მდგომარეობამ. „Pani Unnoyon Board-ზე“ (წყლის რესურსების განვითარების საბჭო) დაყრდნობით, ყოველ წლიურად მდინარე ჯამუნა გადაადგილდება 80 მეტრით და უახლოვდება ბანგალს, ამით მდინარის არსებობას საფრთხე ემუქრება და მისი აუზის ეროზიას იწვევს. 2007 წლის მონაცემით მდინარეებს ერთმანეთიგან მხოლოდ 300 მეტრი აშორებთ, დაახლოება დღესაც გრძელდება. ინჟინერები სწუხან იმის გამო, რომ თუ ორი მდინარე შეერწყმება ერთმანეთს, 1 000 კილომეტრ კვადრატის ფართობს 9 მეტრის სიმაღლის წყლით დაფარავს. ბოგრა და სირაჯგანჯი მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდება. წყალი დაფარავს ბოგრა-ნაგარბარის გზას, ბანდგაბაჰუს ხიდი კი ფუნქციას დაკარგავს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Sharkar, Torun (7 September 2007). „নদীর নামও বাঙালি“. Onno Alo, Prothom Alo. p. 2. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |newspaper=-ში (დახმარება)
  2. Khan, Moazzem Hossain (2007-05-23). „Death toll rises to 564: Flood in some dists likely to deteriorate“. The New Nation. ციტირების თარიღი: 2007-09-16. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  3. Chowdhury, Masud Hasan (2012). „Bangali River“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.