ბალღოჯი (ლათ. Prunus mahaleb) — ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს ფართო კვერცხისებრი ფოთლები, მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები. კურკიანი ნაყოფი კვერცხისებრია, შავი, საჭმელად უვარგისი.

ბალღოჯი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
სახეობა:  ბალღოჯი
ლათინური სახელი
Prunus mahaleb
Cerasus mahaleb (ძვ.)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 172121

ველურად იზრდება მცირე აზიასა და დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში იზრდება აღმოსავლეთში, მშრალ ქვიან ფერდობებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებსა და ხევებში. იყენებენ კულტურულ ალუბლისა და ბლის საძირედ.

მასზე დამყნილი ალუბლისა და ბლის ჯიშები გვალვაგამძლეა, ზომიერად ტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში კი — უხვმოსავლიანი. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ. მერქანს იყენებენ სახარატო და სადურგლო საქმეში.

ლიტერატურა რედაქტირება