ბალკანეთის ფედერაცია

ბალკანეთის ფედერაციაფედერაციული სახელმწიფოს პროექტი, რომელსაც უნდა მოეცვა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული სახელმწიფოები: იუგოსლავია, ბულგარეთი, ალბანეთი და კომუნისტების გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთიც. ამ ყველაფრის ორგნიზებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა სსრკს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალ სოციალისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ორმხრივი ხელშეკრულებები მეგობრობის შესახებ, ხოლო იუგოსლავია-ალბანეთს, იუგოსლავია-ბულგარეთსა და ბულგარეთ-რუმინეთს შორის საბაჟო ხელშეკრულებები. ბულგარეთის ლიდერი გიორგი დიმიტროვი და სსრკ-ს ხელმძღვანელი სტალინი (თავიდან) თანახმანი იყვნენ მრავალმხრივი კავშირისა. მოგვიანებით სსრკ-მ, ისევე როგორც იუგოსლავიის ლიდერმა იოსიპ ბროზ ტიტომ უარი განაცხადეს ფედერაციაში არასლავური ქვეყნების, რუმინეთისა და საბერძნეთის, გაწევრიანებაზე. საბოლოოდ, დასავლეთის ქვეყნების ძლიერი ზეწოლის შემდეგ, რომელთაც არ უნდოდათ „პატარა სსრკ-ს შექმნა“ ბალკანეთზე, იდეამ კრახი განიცადა.

ბალკანეთის ფედერაციის პროექტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება