ბალის ქედიკავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტების, უშბის ქედის სამხრეთ დადაბლებული ბოლო, მდინარეების დოლრისა და ენგურ-მესტიაჭალის აუზების წყალგამყოფი. დაფარულია ტყით და დოლრის მეოთხეული მყინვარის მორენებით. ისტორიული საზღვარი ბალსქვემო ანუ სადადიშქელიანო სვანეთსა და ბალსზემო ანუ თავისუფალ სვანეთს შორის. შუა ნაწილში აღმართულია 2529 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალი.

ბალის ქედი
კოორდინატები: 43°02′33″ ჩ. გ. 42°37′47″ ა. გ. / 43.0425222° ჩ. გ. 42.6299333° ა. გ. / 43.0425222; 42.6299333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 2529 
მთის მასივი კავკასიონი
ქედი უშბის ქედი
ბალის ქედი — საქართველო
ბალის ქედი

ლიტერატურა რედაქტირება