ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (ფრანგ. Balthazar Klossowski de Rola; დ. 29 თებერვალი, 1908 — გ.18 თებერვალი, 2001) — პოლონური წარმოშობის ფრანგი ფერმწერი, რომლის ნამუშევრები ხაზგასმით ანტი-მოდერნისტული იყო. ბალთუსის სტილი უპირატესად კლასიკური და აკადემიურია, თუმცა მისი ტექნიკა და კომპოზიციები შთაგონებულია წინარერენესანსული ხანის ფერმწერების ნამუშევრებით, ხანაც თანამედროვე სიურეალისტების ტილოებს, განსაკუთრებით ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს მოგვაგონებს.

ბალთუსი, 1996 წელს

მის ნამუშევრებზე ძირითადად გამოსახულია არიან გოგონები ეროტიკულ კონტექსტში. ბალთუსის ნამუშევრებში არაერთი შემოქმედის გავლენა იგრძნობა; მათ შორის, ემილი ბრონტეს ნაწერების, ლუის ქეროლის ნაწარმოებებისა და ფოტოების და ასევე, მაზაჩოს, პიერო დელა ფრანჩესკას, სიმონე მარტინის, პუსენის, ჟან ეტიენ ლიოტარის, იოზეფ რაინჰარდტის, ჟერიკოს, ენგრის, გოიას, ჟან-ბატისტ კამილ კოროს, კურბეს, ედგარ დეგას, ფელიქს ვალოტონის და პოლ სეზანის ფერწერული ნამუშევრების გავლენა. ბალთუსის საყვარელი კომპოზიტორი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

რესურსები ინტერნტეში რედაქტირება