ბალდუინ III იერუსალიმელი

ბალდუინ III (ფრანგ. Baudouin III; დ. 1130 — გ. 10 თებერვალი, 1163[1]) — იერუსალიმის მეფე 1143–1163 წლებში. იგი გამეფებისას ჯერ კიდევ ბავშვი იყო და იერუსალიმს დედამისი, მელისენდა მართავდა. სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი, მან ფატიმიდებს წაართვა ასკალონი. ბალდუინმა დაამარცხა ნურ ად-დინ ზენგის არმია სირიაში. იგი უმემკვიდროდ გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, ამალრიკი ავიდა.

ბალდუინ III იერუსალიმელი
Baudouin III
იერუსალიმის მეფე
კორონაცია: 25 დეკემბერი, 1143
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი, 1143
მმართ. დასასრული: 10 თებერვალი, 1163
წინამორბედი: მელისინდა
მემკვიდრე: ამალრიკი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1130
გარდ. თარიღი: 10 თებერვალი, 1163
გარდ. ადგილი: ბეირუთი, ლიბანი
მეუღლე: თეოდორა კომნენე
მამა: ფულკი
დედა: მელისინდა
რელიგია: კათოლიკობა

ლიტერატურა რედაქტირება

  • William of Tyre (1943). Babcock, E. A.; Krey, A. C., eds. A History of Deeds Done Beyond the Sea. New York: Columbia University Press.
  • Runciman, Steven (1952). A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. New York: Cambridge University Press.

სქოლიო რედაქტირება

  1. Malcolm Barber, The Crusader States (Yale University Press, 2013), p. 217.