ბალანეშტი (რუმ. Dealul Bălănești) — მთა მოლდოვაში, კოდრის მაღლობზე. ქვეყნის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 430 მ (ზოგიერთი ცნობით 429 მ). ფართობი დაახლოებით 1,2 კმ². დედაქალაქ კიშინიოვიდან დასავლეთით გაწოლილია 60 კმ-ში. ფერდობები ტყითაა შემოსილი და გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისთვის.

ბალანეშტი
კოორდინატები: 47°13′02″ ჩ. გ. 28°04′59″ ა. გ. / 47.21722° ჩ. გ. 28.08306° ა. გ. / 47.21722; 28.08306
ქვეყანა მოლდოვის დროშა მოლდოვა
სიმაღლე 430 
ქედი კოდრი
ბალანეშტი — მოლდოვა
ბალანეშტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება