ბაკური (ლაზთა მეფე)

ბაკური (ლათ. Bacurius), პაკორი (ბერძ. Pάkouroc) — ლაზთა მეფე II საუკუნეში. მოხსენიებული ჰყავს იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ცხოვრების აღმწერელს იულიუს კაპიტოლინუსს, როგორც იმპერატორის მიერ ლაზების მეფედ დანიშნული. ამ ცნობის საფუძველზე აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ II საუკუნეში ლაზიკა რომის იმპერიას ემორჩილებოდა. სხვა ისტორიკოსების (ლორთქიფანიძე, მეტრეველი) აზრით კი რომაული ჰეგემონია შიდა რაიონებში საკმაოდ ეფემერული ხასიათის იყო და დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მესვეურების მიმართ რომაული ინვესტიტურის აქტის გამოყენებას შესაძლოა, საფუძველი ჩაეყარა ანტონინების დინასტიის მოსვლასთან ერთად I საუკუნის მიწურულს. ბაკური უნდა იყოს მოხსენიებული 2005 წელს გაგრის რაიონში, სოფელ აჩმარდის ანტიკურ სამაროვანზე გათხრილი მდიდრული სამარხის ინვენტარში აღმოჩენილ ვერცხლის თასის ბერძნულ წარწერაშიც: „მე, ბაკურმა, [ჩემს] ცხვრებს ვუბოძე“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I–III სს., სინ, ტ. I, თბ., 1970.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება