ბაკური (გ. დაახლ. 552 წ. შემდეგ) – ბიზანტიაში მოღვაწე წარმოშობით ქართველი სარდალი, პერან იბერიელის ძე. გურგენ მეფის შთამომავალი.

სამხედრო სარბიელზე 547 წლიდან გამოვიდა. იგი ფაზა იბერიელთან ერთად მეთაურობდა ბიზანტიელთა ბრძოლას ოსტგუთების მეფეების ტოტილას (541-552) და ტეიას (552) წინააღმდეგ.

552 წელს ბიზანტიელებსა და ოსტგუთებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა, რომელიც ტაგინეს ბრძოლის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ ბრძოლას სარდლობდა ცნობილი ბიზანტიელი მხედართმთავარი ნარსესი, ხოლო ერთ-ერთი ბიზანტიელი სარდალი იყო ბაკურ იბერიელი, რომელმაც თავი გამოიჩინა ამ ომში, როგორც ნიჭიერმა და მამაცმა სტრატეგმა.

ბაკურ იბერიელს, როგორც გამოჩენილ სარდალს და პერანის ვაჟს, პროკოფი კესარიელი 532-552 წლებში იხსენიებს. შემდეგ წყაროებში მისი ხსენება ქრება. როგორც ჩანს, გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.I, თბილისი, 1979;
  • ს. ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზმის გზაზე, შრომები I, თბილისი, 1949;
  • პროკოპი კესარიელი. ქართული თარგმანი ს. ყაუხჩიშვილისა / გეორგიკა, ტ.II, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1965;
  • ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან, თბილისი, 1975;
  • ვ.გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990;