ბაიანი (ლეგენდარული რუსი მომღერალ-მთქმელის ბაიანის ან ბოიანის სახელის მიხედვით), ენაკიანი პნევმატური მუსიკალური საკრავი, ხელის ღილაკებიანი გარმონი, რომლის მარჯვენა კლავიატურაზე სრული ქრომატული ბგერათა რიგია განლაგებული (დიაპაზონი: დიდი ოქტავის სი-ბემოლი—მეოთხე ოქტავის დო-დიეზი), ხოლო მარცხენაზე ბანები და მზა აკორდული აკომპანემენტი. ბანების დიაპაზონი ერთი ოქტავის ფარგლებშია, მაგრამ თითოეული ნოტი ერთდროულად ხუთ (ოთხ) ოქტავაში ჟღერს. ბაიანს აქვს მზა აკორდები ყველა ტონალობაში — მაჟორული და მინორული სამხმოვანებები და მათი შებრუნებები, სეპტაკორდები (ზოგჯერ შემცირებულიც).

ბაიანის წინამორბედია ოთხრიგიანი პეტერბურგული გარმონიკა და სამრიგიანი „ველური“. სახელწოდება „ბაიანი“ პირველად უწოდეს (1907) სრულყოფილ ოთხრიგიან გარმონს მისმა კონსტრუქტორმა პ. სტერლიგოვმა და გარმონზე დამკვრელმა ი. ორლოვსკიმ.

ბაიანი არის არა მარტო ხალხური, არამედ საორკესტრო საკრავიც. საზღვარგარეთ იგი ცნობილია კნოპიანი (ან ქრომატული) აკორდეონის სახელით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება