ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი — მუზეუმი ბათუმში, საქართველო. დაარსდა 1994 წელს.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
41°38′25″ ჩ. გ. 41°37′42″ ა. გ. / 41.64028° ჩ. გ. 41.62833° ა. გ. / 41.64028; 41.62833
დაარსდა 1994
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ბათუმი
ექსპონატი 13 935
კლასიფიკაცია ისტორიული
Map

მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე (ფიჭვნარი, ნამჭედური, ხიხაძირი, კვაშტა და სხვა) საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორის: ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტების უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა.

1998 წლიდან მუშაობს ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმების ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიცია, რომელმაც ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა მუზეუმის საგანძური. 2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო ექსპოზიცია, რომელიც ვიზიტორებს აცნობს აჭარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ბთ., 2008

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7611