სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბაზი (ლათ. Bombus) — ბუდის მშენებელი საზოგადო მწერების გვარი ფუტკრისებრთა ოჯახისა. საკმაოდ მსხვილი, 3,5 სმ-მდე სიგრძის სხეული ხშირი ბუსუსით აქვს დაფარული. ამჟამად ცნობილია ბაზის 300-მდე სახეობა, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ზომიერსა და ცივ სარტყელში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბაზი შეყვანილია ევროპიდან წითელი სამყურას დამტვერვის მიზნით. ბუდეს აშენებს დედალი ბაზი, კვერცხების დაყრიდან 20-25 დღის შემდეგ იჩეკებიან პირველი „მუშები“, ზაფხულის მიწურულში კი — დედლები და მამლები. განაყოფიერება შემოდგომაზე ხდება, რის შემდეგ მამლები იღუპებიან, დედლები კი მყუდრო ადგილებში იზამთრებენ. ბაზი სასარგებლო მწერია, ითვლება მრავალი მცენარის (მაგ., წითელი სამყურას) საუკეთესო დამმტვერავად (ამის გამო ბოლო დროს ცდილობენ მის მოშინაურებას). ზოგი ბაზი ფაკულტატური პარაზიტია საკუთარ და მონათესავე სახეობის ბუდეში.

ბაზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  ფუტკრისებრნი
გვარი:  ბაზი
ლათინური სახელი
Bombus (Latreille, 1802)

ლიტერატურა რედაქტირება