სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზალეთი.

ბაზალეთი — ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა.

ბაზალეთის პლატოზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში სახლობდა. ლეონტი მროველის ცნობით, ბაზალეთი მოაოხრეს ქართლის მესამე მეფის მირვანის დროს (ძვ. წ. II ს.) ჩრდილოეთიდან შემოსეულმა დურძუკებმა.

X საუკუნეში ბაზალეთი და მისი მიდამოები (კერძოდ ლოწობნის ციხე) საცილობელი გახდა აფხაზთა და კახთა სამეფოებს შორის. XIII საუკუნის მიწურულს მონღოლმა სარდალმა ხუტლუბუღამ საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად ბაზალეთიც დაარბია. არაგვის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ ბაზალეთი მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებული რაიონი გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება