ბავშვთა შრომა ფილიპინებში

ფილიპინებში ბავშვთა შრომა — სოციალური ყოფა, რომლის შედეგადაც თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები საშიში პროფესიით საქმდებიან და თხუთმეტ წლამდე ბავშვები სათანადო პირობებისა და მოთხოვნების გარეშე იძულებულნი არიან რეგულარულად იმუშაონ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის საარსებო წყაროს მოსაპოვებლად. ისინი სოციალურად დაუცველნი არიან. [1] [2]

ფილიპინები

2012 წელს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (NSO) განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში 5–17 წლის 5,5 მილიონი მშრომელი ბავშვია, რომელთაგან დაახლოებით 2,1 მილიონი მუშაობს საშიშ გარემოში. [3] შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ბავშვების 55.3% სახიფათო სამუშაოებს ეწევა სასოფლო-სამეურნეო გარემოში. [4]

განმარტებები რედაქტირება

რესპუბლიკური აქტი N7610, რომელიც ცნობილია, როგორც ბავშვთა სპეციალური დაცვა ძალადობის, ექსპლუატაციისა და დისკრიმინაციისგან, შეიცავს შემდეგ განმარტებებს, რომლებიც ეხება ფილიპინებში მცხოვრებ ბავშვთა შრომის მდგომარეობას:

ბავშვები - გულისხმობს თვრამეტ (18) წლამდე ასაკის პირებს ან უფროსებს, რომელთაც არ შეუძლიათ სრულად იზრუნონ საკუთარ თავზე ან დაიცვან თავი ძალადობისგან, უგულებელყოფისგან, სისასტიკისგან, ექსპლოატაციისგან ან დისკრიმინაციისგან ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდულობის / მდგომარეობის გამო. (ნაწილი 3) [1]

ბავშვთა შრომა - გულისხმობს თხუთმეტ (15) წლამდე ასაკის ბავშვების უკანონო დასაქმებას, როდესაც ისინი უშუალოდ არ ექვემდებარებიან მშობლებს ან კანონიერ მეურვეს, ან ამ უკანასკნელს შვილების გარდა სხვა მშრომელები ჰყავს დასაქმებული, რომლებიც არ არიან წევრები. მათი ოჯახის წევრები, ან მათი სამუშაო გარემო საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მათ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ზნეობას ან აფერხებდეს მათ ნორმალურ განვითარებას სკოლის ჩათვლით. (ნაწილი 12)

15-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ უფლება იმუშაონ ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც არ ითვლება ბავშვთა შრომად, მაგრამ არა უმეტეს რვა (8) საათის განმავლობაში დღეში და არავითარ შემთხვევაში კვირაში ორმოცი (40) საათის განმავლობაში. მათ ეკრძალებათ მუშაობა მომდევნო დღის 22:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე და დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის მინიმუმ დაწყებითი და საშუალო განათლება. [5]

ახლანდელი სტატუსი რედაქტირება

თავის მოხსენებაში 2013 წელს ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმების შესახებ დასკვნებში, აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა პროცენტული წილი დაადგინა დაახლოებით 11%, რაც დაახლოებით 2,180 მილიონ ბავშვს შეადგენს. ამ ბავშვების 65% აღმოჩნდა სოფლის მეურნეობის სექტორში, 5% სამრეწველო სექტორში და 29% დაკავებულია საშინაო მომსახურებით. [6] 2014 წლის ბავშვთა შრომის ან იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის ჩამონათვალში აღნიშნულია ფილიპინებში მხოლოდ ბავშვთა შრომით წარმოებული 13 საქონელი. მათში შედიოდა 8 სასოფლო სამეურნეო საქონელი (კერძოდ, შაქრის ლერწამი, ბანანი, ქოქოსი, სიმინდი, ბრინჯი, რეზინი და თამბაქო). ოქროს მოპოვება, პორნოგრაფია და პიროტექნიკა ავსებს ჩამონათვალს.

მიზეზები და შედეგები რედაქტირება

არსებობს სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ აიძულებენ მუშაობას 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ძირითადი პრობლემაა:

მიზეზები რედაქტირება

სიღარიბე რედაქტირება

ფილიპინების სტატისტიკის ორგანოს მიერ 2009 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, ფილიპინების მოსახლეობის 26,5% ღარიბად ითვლება. ეს შეადგენს 23.1 მილიონ ფილიპინელს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. [7]

ქვეყანაში გავრცელებული სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ნიშნავს, რომ ღარიბი ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები მოწყვლადები არიან შემოსავლისა და დასაქმების შოკისგან. ეკონომიკური კრიზისის დროს ზრდასრულთა უმუშევრობა იზრდება და შემოსავალი მცირდება, ბავშვთა სამუშაო ძალა საშუალებას იძლევა გაზარდონ შინამეურნეობების შემოსავლები. [8]

საგანმანათლებლო სტატუსი რედაქტირება

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმეტესობა იძულებულია, ადრეულ ასაკში დასაქმდეს ან უბრალოდ მუშაობდეს, რათა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და დაეხმაროს ოჯახებს ფინანსურ მდგომარეობაში.

ეფექტები რედაქტირება

საგანმანათლებლო რედაქტირება

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული 2013 წლის ფუნქციური წიგნიერების, განათლებისა და მასმედიის კვლევის შედეგების საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობის (6-იდან 24 წლამდე) 10,6% არ დადის სკოლაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიღარიბეა, რადგან ბავშვები დასაქმებულები არიან ან ეძებენ სამუშაოს. [9]

ჯანმრთელობა და ძალადობა რედაქტირება

მუდმივია სამუშაო გარემოში სხვადასხვა საფრთხეების ზემოქმედება, განსაკუთრებით ქიმიური და ბიოლოგიური, რომლებიც უხილავია და ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან სამუშაოებთან დაკავშირებული დაავადებებისგან. სათანადო კვების არარსებობა, რაც ასე ახასიათებს ღარიბებს, უფრო ზრდის მშრომელ ბავშვთა ფიზიკურ სისუსტეს. [8]

აგრეთვე იხილეთ რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Republic Act No. 7610 | Official Gazette of the Republic of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  2. What is child labour (IPEC). ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  3. The number of working children 5 to 17 years old is estimated at 5.5 million (Preliminary Results of the 2011 Survey on Children) | National Statistics Office (18 July 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-23. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  4. 2011 Survey on Children - A Joint Project of the Philippine National Statistics Office and International Labour Organization (2011). ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  5. Department of Labor and Employment - News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  6. Philippines, 2013 Findings on the Worst Forms of Child Labor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-15. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
  8. 8.0 8.1 An Analysis of the Causes and Consequences of Child Labor in the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-09.
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2020.