ბაესა (ესპ. Baeza) — ქალაქი ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების პროვინცია ხაენში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 16 253 ადამიანს შეადგენს.

რენესანსის მონუმენტური ანსამბლები უბედასა და ბაესაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქალაქის საკათედრო ტაძარი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°59′00″ ჩ. გ. 3°28′00″ დ. გ. / 37.98333° ჩ. გ. 3.46667° დ. გ. / 37.98333; -3.46667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 522
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 522
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი მდებარეობს ლომა-დე-ბაესის კლდეზე, მთის მასივში, რომელიც მდინარე გვადალკვივირსა და მისი შენაკადს - გვადალიმარს შორის მდებარეობს. ბაესა ცნობილია საუკეთესოდ შემონახული, იტალიური რენესანსის სტილის არაერთი ნაგებობით. 2003 წელს, მეზობელ ქალაქ უბედასთან ერთად, ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ბაესა ჯერ კიდევ ძველი რომაელების პერიოდში არსებობდა, როდესაც მას ბაეტიას ეძახდნენ. შუა საუკუნეებში, იგი მავრების აყვავებულ ქალაქს წარმოადგენდა, 50 000 მცხოვრებით. 1227 წელს, ქალაქი კასტილიის მეფე ფერდინანდ III-მ აიღო. კორდობასა და უბედას ჭიშკრებთან ერთად, ბაესის თაღი დღეს მავრების თავდაცვითი ნაგებობების ნიმუშებს წარმოადგენს.

XVI საუკუნეში, ბაესა და მისი მეზობელი ქალაქი უბედა ტექსტილის წარმოების შედეგად საკმაოდ გამდიდრნენ. მდიდარმა, ადგილობრივმა დიდებულებმა არქიტექტორების დაქირავება დაიწყეს, მათ შორის ისეთი დონის, როგორიც იყო ანდრეს დე ვანდელვირა, რომლებსაც სხვადასხვა ნაგებობების - სასახლეების, ეკლესიებისა თუ სკვერების იტალიურ სტილში დაპროექტებას უკვეთავდნენ.

XVII საუკუნეში ორივე ქალაქის ეკონომიკამ კოლადსი განიცადა და მას შემდეგ თითქმის არაფერი მნიშვნელოვანი აღარ აშენებულა, მაგრამ დარჩა რენესანსის სტილის უნიკალურ მონუმენტთა მთელი ანსამბლები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: