ბადურა მელიქ-ყიზი აფგანლი (აზერ. Bədurə Məlikqızı Əfqanlı; ქალიშვილობის გვარია აგამალოვა) — ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი თეატრალური მხატვარი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი (1974), აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1949).[1]

ბადურა აფგანლი
დაიბადა 25 ოქტომბერი, 1912(1912-10-25)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 7 მაისი, 2002(2002-05-07) (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო

ბიოგრაფია რედაქტირება

ბადურა მელიქ ყიზი აგამალოვა 1912 წლის 25 ოქტომებრს ქალაქ ბაქოში დაიბადა. 1931 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო ტექნიკუმი დაამთავრა. 1934–1935 წწ. აშხაბადის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის რიგი სპექტაკლებისათვის კოსტიუმებისა და დეკორაციების ესკიზებს ქმნიდა. 1938 წლიდან 1960 წლამდე ბადირა აფგანლი ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. აქ იგი ესკიზებს ქმნიდა და სპექტაკლებს აფორმებდა. 1960 წელს კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმში“ კოსტიუმების დამდგმელი მხატვარი იყო. იგი ქმნიდა კოსტიუმებს აზერბაჯანის რუსული დრამატული თეატრისათვის, მთელი რიგი ოპერებისა და კინოფილმებისათვის („თქმულება სიყვარულზე“, „ჩამქრალ კოცონთა შუქი“, „დაუდგრომელი მტკვარი“ და სხვ.), ცეკვის ანსამბლებისა და მხატვრული თვითშემოქმდებითი კოლექტივებისათვის.[1] აფგანლის მრავალი ნამუშევარი აზერბაიჯანის თეატრის სახელმწიფო მუზეუმსა და მოსკოვის ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში ინახება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და მედლებით. ბადურა აფგანლი 2002 წლის 7 მაისს გარდაიცვალა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Әфганлы / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1980. — Т. IV. — С. 243.
  2. Fərəcov S.. (11.03.2011)İlk azərbaycanlı qadın teatr rəssamı: Bədurə Əfqanlı az. Mədəniyyət.