ბადრი შოშიტაიშვილი

ბადრი შოშიტაიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1946, თბილისი — გ. 2 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.

ბადრი შოშიტაიშვილი
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1995 – 8 აგვისტო, 1998
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედინიკოლოზ ლეკიშვილი
მემკვიდრეივანე ზოდელავა

დაბადებული28 ოქტომბერი, 1946
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი2 ნოემბერი, 2004 (58 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგიამართლმადიდებლობა

ბიოგრაფია რედაქტირება

სხვადასხვა დროს მუშაობდა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „კავგიპროტანსში“, იყო თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის I მდივანი, ტრესტ „კავკაზელექტროქსელმშენის“ მმართველის მოადგილე, 1994—1995 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წელს თბილისის ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი; 1995—1998 წლებში თბილისის მერი.

გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998—1999. გვერდი 66.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება