სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბადაგი (ვაზის ჯიში).

ბადაგი — მოდუღებული ან ვაკუუმაპარატებში შესქელებული წვენი.

ყურძნის წვენი შეიცავს 60-73% შაქარს (ძირითადად გლუკოზასა და ფრუქტოზას), უმთავრესად ვაშლისა და ღვინის მჟავებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს. ბადაგი საუკეთესო საკვები პროდუიქტია. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ბადალს ფართოდ იყენებენ ტკბილი ღვინოების კუპაჟის დროს.

შაქროვანი პროდუქტი არის უფერო, ბლანტი, თითქმის გამჭვირვალე სითხე. მიიღება ძირითადად კარტოფილის ან სიმინდის სახამებლის დაშაქრების (არასრული ჰიდროლიზის) შედეგად. შეიცავს მშრალ ნივთიერებებს: დექსტრინს, მალტოზას, გლუკოზას (80%-მდე), ხელ უწყობს სახაროზის ხსნადობას (აბრკოლებს მის კრისტალიზაციას). ფართოდ იყენებენ საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში, აგრეთვე მსუბუქ მრეწველობაში ქსოვილების აპრეტირებისათვის.

ასევე არსებობს ჭარხლის შავი ბადაგი, ანუ მელასა (შაქრის წარმოების ნარჩენები), შეიცავს სახაროზასა და ზოგიერთ სხვა მინარევს.

ლიტერატურა რედაქტირება