ბააქუბა (არაბ. بعقوبة) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი არის დიიალის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ზღვის დონიდან 48 მეტრზე. ბააქუბა მდებარეობს მდინარე დიიალის სანაპიროზე. 2003 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 467 900 ადამიანს შეადგენდა. ბააქუბა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც იაკობის სახლი. ქალაქ ბააქუბას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერაყელები წარმოადგენენ და ყველაზე გავრცელებული რელიგია არის ისლამი.

ქალაქი
ბააქუბა
بعقوبة
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა დიიალა
კოორდინატები 33°45′00″ ჩ. გ. 44°38′00″ ა. გ. / 33.75000° ჩ. გ. 44.63333° ა. გ. / 33.75000; 44.63333
ცენტრის სიმაღლე 48
მოსახლეობა 467 900 კაცი (2003)
ბააქუბა — ერაყი
ბააქუბა

ქალაქი დაახლ. 50 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ბაღდადიდან. ბააქუბა ძალიან დაზარალდა ირან-ერაყის ომის მიმდინარეობის დროს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება