აჰურა მაზდა (აგრეთვე ცნობილი როგორც ოჰრმაზდ, აჰურამაზდა, ჰოურმაზდ, ჰორმაზდ, ჰარზოო და ჰურმუზ) — უზენაესი ღვთაება ზოროასტრიზმში, კეთილი, შემოქმედი საწყისის განსახიერება. მისი კულტი გავრცელებული იყო ძველი და ადრეული შუა საუკუნეების ირანსა და ცენტრალური აზიაში.

აჰურა მაზდას მიერ არდაშირ პირველის ხელდასხმა. კლდეზე ამოკვეთილი რელიეფი. ნაყშრუს-თამის ნეკროპოლი. III საუკუნე

აჰურა მაზდამ შექმნა ნათელი სამყარო, ცხოველები, მცენარეები და ადამიანები; წარმოედგინათ ტახტზე მჯდომი, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ზოროასტრული დუალისტური რელიგიის მიხედვით, აჰურა მაზდა და აჰრიმანი ტყუპები არიან, ძენი „უსაზღვრო დროისა“ — ერთი მათგანი მარადიული სინათლისა და სიკეთის სამყაროს გამგებელია, მეორე — სიბნელისა და ბოროტების სამყაროსი და განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს.

აჰურა მაზდას კულტი განსაკუთრებით გავრცელდა აქამენიდთა დინასტიის მმართველობისას; ადგილსატომო ღვთაებები ბოროტ სულებად — დევებად გამოაცხადეს და მათი ტაძრები დაარბიეს, ხოლო აჰურა მაზდა დინასტიის მფარველად შერაცხეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება