აჰმად შაჰ მასუდი (დარი. احمد شاه مسعودAhmad Šāh-e Mas'ūd, ტაჯ. Аҳмадшоҳи Масъуд, Ahmadshohi Mas’ud; დ. 1 სექტემბერი, 1953 — გ. 10 სექტემბერი, 2001) — ავღანელი საველე მეთაური, ავღანეთის თავდაცვის მინისტრი (1992–1996). ეროვნებით ტაჯიკი. ცნობილია ასევე ფანჯშირის ლომის სახელწოდებით.

ფაილი:Massoud, the cult.jpg
აჰმად შაჰ მასუდის მავზოლეუმი

დაიბადა ქაბულის ჩრდილოეთით ფანჯშირის ხეობაში მდებარე სოფელში. 1970 წელს აიღო ფსევდონიმი მასუდი, რაც არაბულად ნიშნავს „ბედნიერს“. 1973 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მშენებლობისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე, მაგრამ 1973 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა პაკისტანში, სადაც შეუერთდა ისლამურ ოპოზიციას.

არის ავღანეთის ომის გმირი. 1992 წელს დუსტუმმა და მასუდმა აიღეს ქაბული და დაამხეს ნაჯიბულას რეჟიმი. 1992 წელს, პროსაბჭოური ხელისუფლების დამხობის შემდეგ ავღანეთის ჩრდილო-ცენტრალურ ტერიტორიაზე, ფარვანის, ბაღლანის, თახარის და ბადახშანის პროვინციების ტერიტორიაზე გამოაცხადა ტაჯიკებით დასახლებული დამოუკიდებელი სახელმწიფო მასუდისტანის დაარსება, დედაქალაქით თალიკანი. ახალგამოცხადებულ სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ფული, ჰყავდა საკუთარი მთავრობა და შეიარაღებული ძალები 60 ათ. ადამიანის შემადგენლობით. 1996 წელს მასუდისტანი შევიდა ჩრდილოეთის ალიანსის შემადგენლობაში.

2001 წლის 9 სექტემბერს აჰმად შაჰ მასუდი თვითმკვლელმა ტერორისტმა სასიკვდილოდ დაჭრა ინტერვიუს მიცემის მომენტში. გარდაიცვალა მეორე დღეს მიყენებული ჭრილობებისაგან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება