აჰმადია (ოფიციალურად, აჰმადია მუსლიმთა საზოგადოება ან აჰმადია მუსლიმთა ჯამაათი (არაბ. الجماعة الإسلامية الأحمدية‎, transliterated: al-Jamā'ah al-Islāmiyyah al-Aḥmadiyyah; ურდუ احمدیہ مسلم جماعت) — ისლამური მესიანური მოძრაობა, რომელიც დაარსდა პუნჯაბში, ინდოეთი, გვიან მე-19 საუკუნეში. [1]

აჰმადია

ჯალსა სალანა 2019. აჰმადია მუსლიმების ყველაზე დიდი ყოველწლიური შეკრება გერმანიაში

ისტორია რედაქტირება

მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა მირზა გულამ აჰმადის (1835-1908) ცხოვრებამ და სწავლებამ. მას მიაჩნდა, რომ ის იყო ღვთაებრივად დანიშნული, როგორც დაპირებული მაჰდი და მესია, რომელსაც ელოდნენ ნაწილი მუსლიმების, რომ გამოჩნდება წუთისოფლის უკანასკნელ, აღსასრულის დროს და მშვიდობიანი გზით ისლამის ფინალურ ტრიუმფს მოიტანდა.[2] მსგავსი ესქატოლოგიური ფიგურა ასევე არსებობს სხვა ძირითად რელიგიებში. აჰმადიას მიმდევრები (ტერმინი უკავშირდება წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ სახეს აჰმადს) ცნობილნი არიან როგორც აჰმადია მუსლიმები ან უფრო მარტივად რომ რომ ვთქვათ აჰმადიები. აჰმადიებს მიაჩნიათ რომ აუცილებელია ისლამის ჭეშმარიტი ფორმით აღდგენა, რადგან საუკუნეების განმავლობაში მან თავდაპირველი ფორმა დაკარგა. აჰმადიას მიმდევრები მიიჩნევენ, რომ აჰმადი გამოვლინდა როგორც მაჰდი, ისლამის აღორძინებისთვისა და იმ მორალური სისტემის დამკვიდრებისთვის, რომელიც მოიტანს საბოლოო მარადიულ მშვიდობას.

მირზა გულამ აჰმადმა საზოგადოებას (ჯამაათი) საფუძველი 1889 წლის 23 მარტს ჩაუყარა, როდესაც ფორმალურად მიიღო მხარდაჭერა თავისი მხარდამჭერებისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას სხვადასხვა ხალიფები ედგნენ სათავეში და ის გავრცელდა 210 ქვეყანასა და სხვადასხვა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხრეთ აზიაში, დასავლეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ აფრიკასა და ინდონეზიაში. აჰმადიებს აქვთ ძლიერი მისიონერული ტრადიცია და ისინი იყვნენ სწორედ პირველები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მისიონერული ორგანიზაცია, რომელიც ჩავიდა დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში.

ამჟამად საზოგადოებას სათავეში უდგას ხალიფა მირზა მასრურ აჰმადი და წევრების რაოდენობა 10-20 მილიონის მსოფლიოს გარშემო. ("Major Branches of Religions". Adherents.com. 28 October 2005. Archived from the original on 15 March 2015. Retrieved 19 April 2015.) ("Ahmadiyya Muslim Community: An Overview". Al Islam. The Ahmadiyya Muslim Community. Archived from the original on 16 March 2015. Retrieved 19 April 2015.)

საზოგადოება მთლიანად მოქცეულია ერთ ძლიერად ორგანიზებულ გაერთიანებულ მოძრაობაში, თუმცა თემის ისტორიის ადრეულ ეტაპზე აჰმადიების ჯგუფს გამოეყო აჰმადიების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც შექმნეს ლაჰორის აჰმადიების მოძრაობა ისლამის გავრცელებისთვის. დღეს ეს მოძრაობა საკმაოდ მცირეა. აჰმადიების რწმენის ზოგიერთი ნაწილი მიჩნეულია რომ ეწინააღმდეგება თავდაპირველი ისლამის კოცნეფციებს და ამიტომ ისინი სხვადასხვა სახელმწიფოში ძლიერად იდევნებიან. ზოგიერთი მუსლიმი მათ მიიჩნევს როგორც „ქააფირს” ან ერეტიკოსს.

აჰმადიების მოძრაობის მიმართ ხშირად გამოიყენება ტერმინი „ქადიანი” (მირზა გულამ აჰმადის დაბადების ადგილი) სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Ahmadiyya". Oxford English Dictionary (3rd ed.). Oxford University Press. September 2005. (Subscription or UK public library membership required;
  • Adil Hussain Khan (2015). From Sufism to Ahmadiyya: A Muslim Minority Movement in South Asia. Indiana University Press. p. 50. ISBN 978-0253015297;
  • Murtaza Khan: The Name Ahmadiyya and Its Necessity, 1945;
  • Antonio R. Gualtieri (1989);
  • Conscience and Coercion: Ahmadi Muslims and Orthodoxy in Pakistan. Guernica Editions. pp. 18–20. ISBN 978-0-920717-41-7;
  • Friedmann, Yohanan (2003). Prophecy Continuous: Aspects of Ahmadi Religious Thought and Its Medieval Background. Oxford University Press. pp. 116–17, 121. ISBN 965-264-014-X;
  • Geaves, Ron (2017). Islam and Britain: Muslim Mission in an Age of Empire. Bloomsbury Publishing. p. 42. ISBN 978-1-4742-7173-8.
  • Gilham, Jamie (2014). Loyal Enemies: British Converts to Islam, 1850–1950. C. Hurst & Co. pp. 123–213. ISBN 978-1-84904-275-8;
  • Jonker, Gerdien (2015). The Ahmadiyya Quest for Religious Progress: Missionizing Europe 1900–1965. Brill Publishers. ISBN 978-90-04-30529-8;
  • Lago, Colin, ed. (2011). The Handbook of Transcultural Counselling and Psychotherapy. UK: McGraw-Hill Education (published 1 October 2011). p. 312. ISBN 9780335238514;
  • Lawton, Kim (20 January 2012). "Ahmadiyya Muslims". WNET. Archived from the original on 10 March 2015. Retrieved 19 April 2015 – via PBS.;
  • Balzani, Marzia. "Localising Diaspora: The Ahmadi Muslims and the Problem of Multi-sited Ethnography". Retrieved 17 April 2016.;
  • "Who are the Ahmadi?". BBC News. 28 May 2010. Archived from the original on 30 May 2010. Retrieved 19 April 2015;
  • Antonio R. Gualtieri (1989). Conscience and Coercion: Ahmadis and Orthodoxy in Pakistan. Guernica Editions. p. 14. ISBN 978-0-920717-41-7.

სქოლიო რედაქტირება

  1. (Islam, Sirajul; Jamal, Ahmed A., eds. (2012). "Ahmadiya". Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh (Second ed.). Asiatic Society of Bangladesh.
  2. B.A Rafiq (1978). Truth about Ahmadiyyat, Reflection of all the Prophets. London Mosque. ISBN 0-85525-013-5.