აჯამეთი[2]სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 103 მეტრი, ზესტაფონიდან 26 კილომეტრი.

სოფელი
აჯამეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი როდინაული
კოორდინატები 42°11′34″ ჩ. გ. 42°47′37″ ა. გ. / 42.19278° ჩ. გ. 42.79361° ა. გ. / 42.19278; 42.79361
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 103
მოსახლეობა 296[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჯამეთი — საქართველო
აჯამეთი
აჯამეთი — იმერეთის მხარე
აჯამეთი

სოფლის მახლობლად არის ძელქვისა და მუხის ტყის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზეა ისტორიული ძეგლი: „აჯამეთის მაცხოვარი“.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 296 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 303 153 150
2014[1]   296 152 144

ისტორია რედაქტირება

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან XI საუკუნის II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით:[4]

 
„აჯამეთს არს სანადირო მეფეთა. აღვსილი დიდმცირეთა ნადირითა, საქებელი ფრიად. ზამთარ თბილი, ზაფხულს ცხელი, გაუძლები“

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 152 — თბილისი, 1941