ახატელი[2]სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში (რუისპირის თემი). მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თელავიდან 13 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.

სოფელი
ახატელი

სოფელ ახატელის ხედი „შიოს მარნიდან“
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი რუისპირი
კოორდინატები 41°58′15″ ჩ. გ. 45°25′19″ ა. გ. / 41.97083° ჩ. გ. 45.42194° ა. გ. / 41.97083; 45.42194
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 271[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,0 %
აზერბაიჯანელები 1,1 %
სომხები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახატელი — საქართველო
ახატელი
ახატელი — კახეთის მხარე
ახატელი

ისტორია რედაქტირება

ამ ადგილზე დასახლება უფრო ძველია ვიდრე საკუთრივ რუისპირში. კახეთიდან (თელავიდან) ქართლში გადამავალ, მნიშვნელოვან გზასთან სოფლის სიახლოვემ ადრევე დააჩნია კვალი მის სამეურნეო-ეკონომიკურ ყოფას. საისტორიო წყაროებში ასახული XI საუკუნიდან იხსენიება: „მეუფემან კათალიკოს-პატრიარქმან მელიქსედეკ მოიგო ნათქვამი „მატიანე ქართლისაიში“, ესენი კათალიკოსმა სვეტიცხოვლის მონასტერს შესძინოთ სოფელ ახატლის ყმა-მამული“. საქართველოს კათალიკოსს ამ დროიდან XIX საუკუნემდე შეუნარჩუნებია აქ თავისი სამფლობელოები. ახატელი, როგორც განვითარებული მეურნეობისა და მევენახეობის ადგილი კახეთში, მოიხსენიება XIII-XV საუკუნეების საბუთებში. ამ პერიოდში სოფელში ადგილი ჰქონდა ყმა-მამულის ხშირ ყიდვა-გაყიდვას. წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ყმა-მამულის რაოდენობამ თანდათან იკლო. 1447 წლისთვის მას მხოლოდ გლეხობის 6 კომლიღა შერჩა. 1579 წელს ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს მამულების მფლობელობა განუახლა კახეთში. მათ შორის ახატელშიც, სადაც იმჟამად სვეტიცხოველს „ხუთი მთელი გლეხი და საგლეხო მამული ჰქონდა“. 1616 წლის ერთ-ერთ საბუთში მოხსენიებულია მცხეთის აზნაური ელიოზის ძე, რომელიც ახალ წელში დარჩენილ სვეტიცხოვლის ოთხ კომლ გლეხს განაგებდა. XVII საუკუნიდან სოფელში ყმა-მამულის დიდ ნაწილს კახეთის თავადები — მაყაშვილები დაეპატრონენ. XVII-XVIII საუკუნეებში შაჰ-აბასისა და სხვა დამპყრობთა დამანგრეველმა შემოსევებმა, მათ შორის „ლეკიანობამ“, სოფლის სამეურნეო ცხოვრება რამდენადმე დააკნინა. მოსახლეობის ნაწილი XVIII საუკუნეში რუისპირში გადასახლდა. ვინც დარჩა, შიშიანობის ჟამს, რუისპირის ციხესიმაგრეს აფარებდა თავს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ახატელი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა. დღეს სოფელში მოსდევენ მევენახეობას, მებაღეობას და მემინდვრეობას.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 504[3]
2014 271[1]  

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.