ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალშენი.

ახალშენი[2]სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი), მდებარეობს მდინარე ხაჭირისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ახმეტიდან 6 კილომეტრი.

სოფელი
ახალშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ქისტაური
კოორდინატები 41°59′50″ ჩ. გ. 45°15′54″ ა. გ. / 41.99722° ჩ. გ. 45.26500° ა. გ. / 41.99722; 45.26500
ცენტრის სიმაღლე 560
მოსახლეობა 337[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 62,9 %
ოსები 35,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახალშენი (ახმეტის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 351 169 182
2014[1]   337 136 201

ისტორია რედაქტირება

სახელწოდება ახალშენი სოფელს X-XI საუკუნეში უნდა შერქმეოდა, როდესაც საქართველოში მრავალი ახალი დასახლება გაჩნდა. ისტორიულ წყაროებში ახალშენი XVI საუკუნიდან მოიხსენიება, როგორც სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი. XVI საუკუნის I ნახევარში კახთა მეფე ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა სოფელზე მფლობელობა. XVII საუკუნეში სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდო სამეფო კარმა და სხვადასხვა საერო და სასულიერო ფეოდალმა. XVIII საუკუნის I მეოთხედისათვის ახალშენის ყმა-მამულის უდიდესი ნაწილი სახასო საკუთრება იყო, ხოლო სვეტიცხოველს შვიდი ყმა-გლეხი და ორი ბოგანოღა შერჩა. სოფლისთვის ბრძოლა სამეფო სახლსა და კათალიკოსს შორის მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.