ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი.

ადმინისტრაციული ერთეული
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახალქალაქი
კოორდინატები 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ. / 41.40556° ჩ. გ. 43.48611° ა. გ. / 41.40556; 43.48611
მერი მელქონ მაკარიანი
ფართობი 1235 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 45 070[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 36,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 92,9 %
ქართველები 6,8 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა გრიგორიანები 78,8 %
კათოლიკეები 11,7 %
მართლმადიდებლები 5,7 %
მუსლიმები 1,9 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (362)
საფოსტო ინდექსი 0700–0799
ოფიციალური საიტი http://www.akhalkalaki.ge/
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ისტორია რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ბუნება რედაქტირება

მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3301 მ). ტერიტორია — 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთისწყალი. ტბებიდან აღსანიშნავია კარწახის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის მონაცემები რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 69 256
2002 60 486  
2014 45 070  
2021[4] 41 000  

ადგილობრივი თვითმმართველობა რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

საკრებულო რედაქტირება

პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 31 37                                                                        
  ნაციონალური მოძრაობა 2  
  ევროპული საქართველო 1 2    
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 5
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 38 42  

ეკონომიკა რედაქტირება

სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.

კულტურა რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:

სქოლიო რედაქტირება