ახალი ჰებრიდები (ინგლ. New Hebrides) — არქიპელაგი და ვანუატუს რესპუბლიკის ისტორიული სახელი, ქვეყნის, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე: ესპირიტუ-სანტო, ამბრიმი, ეფატე და სხვა (სულ დაახლოებით 80).

ახალი ჰებრიდები
მშობ. სახელი: ინგლ. New Hebrides

ახალი ჰებრიდები
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 16°38′ ს. გ. 168°01′ ა. გ. / 16.633° ს. გ. 168.017° ა. გ. / -16.633; 168.017
კუნძულთა რაოდენობა 83
მთავარი კუნძული ესპირიტუ-სანტო
ფართობი 12 336 კმ²
უმაღლესი წერტილი 1879 მ
მთა ტაბვემასანა
ვანუატუს დროშა ვანუატუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 221 506 (2006)
სიმჭიდროვე 17,956 ად. /კმ²

ისტორია რედაქტირება

კუნძულები 1606 წელს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა მეზღვაურმა ესპანეთიდან პედრო ფერნანდეს დე კიროსმა; XVIII საუკუნის 1770-იან წლებში გამოიკვლია ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა, რომელმაც ამ კუნძულებს უწოდა «ახალი ჰებრიდები» შოტლანდიიდან დასავლეთით მდებარე ჰებრიდის კუნძულების პატივსაცემად. 1906 წლიდან 1980 წლამდე იგი შედიოდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ კოლონიალურ მფლობელობაში — (კონდომინიუმში). 1980 წლის 30 ივლისიდან ახალი ჰებრიდების ოფიციალური სახელია — ვანუატუს რესპუბლიკა.

ფულადი ერთეული რედაქტირება

კოლონიალურ პერიოდში არქიპელაგისთვის მონეტებს ბეჭდავდა პარიზის მონეტების სახლი. ფულადი ერთეული 1983 წლამდე — ახალჰებრიდული ფრანკი (100 სანტიმი = 1 ფრანკი), 1983 წლის შემდეგ — ვატუ.