ახალი ხიდი (პარიზი)

ახალი ხიდი (ფრანგ. Pont Neuf) — პარიზის უძველესი დღემდე შემონახული ხიდი მდინარე სენაზე; პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო. მისი სახელი, რომელიც მას ძველი გარდიგარდმო სახლებმიჯრილი ხიდებისგან განასხვავებდა, აგების პერიოდიდან შემორჩა.

ახალი ხიდი

შუასაუკუნეების პარიზის გულში მდებარე კუნძული ილ-დე-ლა-სიტეს დასავლეთის ბოლოში მდგარი ხიდი პარიზის ორივე სანაპიროს აკავშირებს. ხიდი სინამდვილეში ორი ფრთისგან შედგება. ერთ-ერთი ხუთთაღიანი ფრთა მარცხენა სანაპიროს აერთებს ილ-დე-ლა-სიტესთან, მეორე კი, შვიფთაღიანი ფრთა, მარცხენა სანაპიროსთან. პარიზის ძველი გრავიურირებული რუკები უჩვენებს, თუ სად იყო აგებული ხიდი. ამ რუკების მიხედვით ხიდი ილ-დე-ლა-სიტეს კიდეს ებჯინებოდა. მას შემდეგ ბუნებრივი ნასილი მდინარის შუა მდებარე კუნძულს აფართოებს. ამ ნაწილში შემდეგ "მწვანე გალანტის პარკი" (Parc Vert Gallant) გაშენდა, ჰენრი IV-ის პატივსაცემად (რომელსაც "მწვანე გალანტ" მეფეს უწოდებდნენ სიყვარულით).