ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

გირჩი
ეს სტატია პოლიტიკურ პარტიას ეხება. ბოტანიკური გირჩას შესახებ იხილეთ გირჩა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიმემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია საქართველოში. მისი თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია.[1] 2020 წელს პარტია გაიყო - შეიქმნა გირჩი — მეტი თავისუფლება, რომლის თავმჯდომარე გახდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.[2]

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
ისტორია
დაფუძნდა 16 აპრილი, 2016
პოზიციები
იდეოლოგია მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
4 / 150
ფერები     
შტაბ-ბინა ი. გამრეკელის 47, თბილისი
girchi.com
გირჩის დროშა

ისტორია რედაქტირება

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის — ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 18 მაისს, დამაფუძნებელი ყრილობა კი ჩაატარა 2016 წლის 16 აპრილს.[1]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 2016 წლის 18 აგვისტოს „გირჩმა“ პარტიებთან: „ახალი საქართველო“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ახალი მემარჯვენეები“ შექმნა ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის ლიდერიც ამავე სახელწოდების პარტიის ლიდერი, ყოფილი საოპერო ბანი, პაატა ბურჭულაძე იყო. 27 სექტემბერს, არჩევნებამდე 13 დღით ადრე, „გირჩმა“ ბლოკი დატოვა და ბურჭულაძე შანტაჟში დაადანაშაულა, შედეგად პარტია არჩევნებს გამოეთიშა.[3]

პარტიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა.[4]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი მისი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძემ არჩევნებში 2,26% (36 034 ხმა) აიღო და მეექვსე ადგილი დაიკავა.[5]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და 2,89% (55 598 ხმა) აიღო, გადალახა 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა.[6]

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვა მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება დააარსა.[7]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ 0,95% (16 683 ხმა) აიღო და მხოლოდ აბაშის საკრებულოში გადალახა 3%-იანი ბარიერი, სადაც 1 დეპუტატი გაიყვანა.[8]

პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.

სახელი რედაქტირება

სახელი „გირჩი“ აირჩა, როგორც სიახლის, სიმწვანის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო.[9]

ორგანიზაციული სტრუქტურა რედაქტირება

გირჩის უმაღლესი ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომლის არჩევაც, 2 წლის ვადით, მოხდა 2016 წლის 16 აპრილს გამართულ პარტიის პირველ ყრილობაზე და მასში შედიოდნენ ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი ხაჩიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჩოლოყაშვილი, მამუკა კუდავა, იაგო ხვიჩია, ვახო მოსიაშვილი, თეიმურაზ ცამციშვილი, ნინო დარსაველიძე, სოფიო მახათაძე, მარიამ ხუნწარია, ეკატერინე კალანდაძე, ნათია კალაძე.

პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია, რომლის წევრებიც არიან მარიამ რატიანი, ნიკა ობოლაძე, ნატალია გამყრელიძე, აფანდი ანკოსი და გურამ ჩაფიჩაძე.

პარტიის ხელმძღვანელი და ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ყრილობა ირჩევს 2 წლის ვადით. გირჩის თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ 2018 წლის ივნისში აირჩია იაგო ხვიჩია.

შედეგები არჩევნებში რედაქტირება

საპარლამენტო რედაქტირება

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 55 598 2,89
4 / 150
ახალი ოპოზიცია

საპრეზიდენტო რედაქტირება

არჩევნები კანდიდატი ხმები % შედეგი
2018 ზურაბ ჯაფარიძე 36 034 2,26 მეექვსე ადგილი

ადგილობრივი რედაქტირება

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 16 683 0,95
1 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ნეტგაზეთი — „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს
  2. ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება” დააფუძნა
  3. „გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  4. “გირჩი” 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  5. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  6. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  7. „ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  9. „გირჩი - ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა პარტიის ახალი სახელწოდება გაამხილეს“. Rustavi 2. 5 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 March 2016.