ახალი მთვარე (რომანი)

ახალი მთვარე“ (ინგლ. New Moon) — მეორე წიგნი მწერალ სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან ბინდი. გამოვიდა 2006 წელს.

„ახალი მთვარე“
New Moon

წიგნის ყდა
ავტორი სტეფანი მეიერი
გარეკანის მხატვარი გეილ დუბინინი (დიზაინი)
ჯონ გრანტი (ფოტოგრაფია)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლ.
სერია ბინდი
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა, ფენტეზი, რომანტიკული რომანი
გამომცემელი Little, Brown
გამოცემის თარიღი 6 სექტემბერი 2006
მედია წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი
გვერდი 563
oclc 69104227
წინამორბედი ბინდი
მომდევნო დაბნელება
ISBN 0-316-16019-9

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბელა სუონის თვრამეტი წლის იუბილეზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კალენების ოჯახი ფორკსს ტოვებს. ამის გამო ბელა ძლიერ დეპრესიაში ვარდება. მას არავინ და აღარაფერი აინტერესებს. ჩარლი უკვე მის ფენიქსში დედამისთან გაგზავნას უპირებს, თუმცა ბელას არ სურს ქალაქის დატოვება, ვინაიდან სურს, ედვარდთან გატარებული დრო სიზმარი არ ეგონოს და სჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ჯეიკობი. ბელა და ჯეიკი საუკეთესო მეგობრები ხდებიან, თუმცა ჯეიკს ბელასადმი სასიყვარულო გრძნობა ამოძრავებს. ბელა ედვარდს ვერ ივიწყებს და აღმოაჩენს, რომ ადრენალინის გამოყოფისას ედვარდის ხმა ჩაესმის. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს მოტოციკლის ყიდვას. თუმცა როდესაც მოტოციკლის ტარებას კარგად ეუფლება, მას ადრენალინი აღარ აწუხებს და ამიტომ ედვარდის ხმებიც წყდება.

ერთხელ ბელა ხედავს, თუ როგორ ხტებიან ჯეიკობის ტომელი ბიჭები კლდიდან და გადაწყვიტავს, იგივე სცადო. მალე ბელა აღმოაჩენს, რომ ჯეიკი მაქციაა და მგლად გადაქცევა შეუძლია, თუმცა, სანამ კონტროლს არ ისწავლის, ბელასთან ურთიერთობა აკრძალული აქვს. ამის გამო ბელა კვლავ დეპრესიაში ვარდება. მოგვიანებით სუონი მაინც აიხდენს სურვილს და კლდიდან გადახტება. სწორედ ამას ხედავს კალენების ოჯახის ნათელმხილველი წევრი ელისი. როდესაც ედვარდი ელისის აზრებს კითხულობს, მას ეჩვენება რომ ბელამ თავი მოიკლა და ფიქრობს, რომ აღარაფრად ღირს სიცოცხლე. ამიტომაც იტალიაში გაემგზავრება ვოლტურებთან, რათა თავი მოიკლას. ვინაიდან ვოლტური არო ედვარდის მამობილის, კარლაილის ძველი მეგობარია, ედვარდს უარს განუცხადებს უმიზეზოდ მოკვლაზე. ამის შემდეგ ედვარდი გადაწყვიტავს, ხალხის წინაშე საჯაროდ გამოავლინოს თავისი ვამპირობა, რითაც ვოლტურების მთავარ კანონს დაარღვევს და ამით სიკვდილით დაისჯება. თუმცა ბელა და ელისი ბოლო ჟამს მიუსწრებენ ედვარდს. საბოლოოდ კალენების ოჯახი კვლავ ფორკსში დაბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩადგება.

გარეკანი რედაქტირება

როგორც სტეფან მეიერმა აღნიშნა, ყვავილი, გამოსახული გარეკანზე კონკრეტულად არაფერს გამოხატავს, უბრალოდ ტიტის ეს ერთ-ერთი სახეობა სასიამოვნოდ გამოიყურება. წიგნის სახელწოდება „ახალ მთვარე“ ბელას ცხოვრებაში ახალ სიყვარულს აღნიშნავს, ვინაიდან სწორედ ამ წიგნში გამოჩნდა ჯეიკობი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება