ახალი აზერბაიჯანი (პარტია)

ახალი აზერბაიჯანი (აზერ. Yeni Azərbaycan Partiyası) — მმართველი პოლიტიკური პარტია აზერბაიჯანში, რომელიც 2005 წელს ითვლიდა 360 ათას კაცს (2014 წლის ბოლოს ოფიციალური მონაცემებით, 641 ათასი წევრი). 2005 წლის მარტში პარტიის თავმჯდომარედ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახდა. ილჰამ ალიევმა შეცვალა თავისი მამა ჰეიდარ ალიევი, რომელიც პარტიის დამაარსებელი იყო.

Yeni Azərbaycan Partiyası
ახალი აზერბაიჯანი პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ილჰამ ალიევი
(31 ოქტომბერი, 2003 წლიდან )
ისტორია
დაფუძნდა 18 დეკემბერი, 1992
პოზიციები
იდეოლოგია ნაციონალიზმი, სეკულარიზმი, ლიბერალური კონსერვატიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სახალხო პარტია (დამკვირვებელი)
საერთაშორისო აკრედიტაცია არა
ფერები ცისფერი, თეთრი, ყვითელი
შტაბ-ბინა Bülbül prospekti 13,
ბაქო, აზერბაიჯანი

2000 წელს პარტიამ ხმათა 62,3 % მიიღი და პარლამენტში 125 ადგილიდან 75 დაიკავა. 2003 წელს მისმა კანდიდატმა ილჰამ ალიევმა ხმათა 80 % მიიღო.

ისტორია რედაქტირება

1990-იანი წლების დასაწყისში „ახალი აზერბაიჯანის“ პარტია გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია რთული იყო. 1992 წლის 16 ნოემბერს ინტელიგეციის წარმომადგენლებმა მიმართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ჰეიდარ ალიევს, რათა შეექმნა პარტია.

პარტიის დამფუძნებელი კრება გაიმართა 1992 წლის 21 ნოემბერს ნახიჩევანში, სადაც აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონის 550 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჰეიდარ ალიევი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. დეკემბერში პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში[1]. უმოკლეს დროში პარტიამ შეძლო და ბევრი ადამიანი შეკრიბა თავის გარშემო. 1992 წელს აზერბაიჯანის რეგიონებში შექმნეს რაიონული პარტიების წარმომადგენლობა. 1993 წლის აპრილში გამოიცა “ახალი აზერბაიჯანის“ გაზეთის პირველი ნომერი. მას შემდეგ რაც „ახალი აზერბაიჯანი“ გახდა მმართველი პარტია უფრო აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში.

1995 წლის ივნისში დაფუძნდა ქალთა საბჭო და ახალი აზერბაიჯანის პარტიის ახალგაზრდული გაერთიანება. ქალთა საბჭო მმართველი გუნდიშედგება 23[2] წევრისგან, ხოლო თვითონ საბჭო 58[3] წევრისგან. ახალგაზდული გაერთიანების მმართველი გუნდი შედგება 15 წევრისგან[4], ხოლო საბჭო 62[5].

2017 წლის 14 ნოემბერს შედგა საიუბილეო ცერემონია, რომელიც ეძღვნებოდა „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის შექმნის 25 წლისთავს[6].

სტრუქტურა რედაქტირება

  • თავმჯდომარე;
  • თავმჯდომარის 4 მოადგილე[7];
  • პოლიტიკური საბჭო, რომელიც შედგება 86 ადამიანისგან[8];
  • მმართველი შემადგენლობა 20 წევრისგან[9];
  • ცენტრალური კონტროლისა და სარევიზიო კომისია 15 ადამიანისგან[10];
  • აღმასრულებელი სამდივნო.

პრინციპები რედაქტირება

  • იდეებისა და შეხედულებების ერთიანობა;
  • პარტიის წევრების თანასწორობა;
  • თითოეული წევრის აზრის პატივისცემა;
  • პასუხისმგებლობისა და დისციპლინის პრიორიტეტი;
  • ყველა დაქვემდებარებული ორგანოებისათვის მმართველი ორგანოების სავალდებულო გადაწყვეტილებები;
  • არჩეული ორგანოების კოორდინირებული როლი.

პარტიის წევრთა უფლებები და ვალდებულებები რედაქტირება

უფლებები რედაქტირება

  • ხელმძღვანელი ორგანოების არჩევა და მათში არჩევის უფლება;
  • თავისუფალი მონაწილეობის მიღება პოლიტიკის განსაზღვრაში და პარტიის მოღვაწეობაში;
  • პარტიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • წინადადებების წარდგენა პარტიის ამოცანებისა და მიზნების რეალიზაციისთვის;
  • პარტიის მხარდაჭერის გამოყენება;
  • პარტიისა და მისი ორგანოების პოლიტიკისა და საქმიანობის თავისუფალი კრიტიკა და განხილვა;
  • საკუთარი აზრის გამოთქმა გადაწყვეტილების მიღებამდე ან მიღების შემდეგ;
  • საჭიროების  შემთხვევაში პარტიის ფინანსურ და სხვა დოკუმენტებთან გაცნობა;
  • პარტიის წევრობის შეჩერებისა და დატოვების უფლება.

ვალდებულებები რედაქტირება

  • პრაქტიკული საქმიანობის გზით პარტიის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
  • პარტიის ძირითადი პრინციპების შესრულება;
  • პარტიის პროგრამის დებულებების დაცვა და მისი საქმიანობის განხორციელება ორგანიზაციული პრინციპების შესაბამისად;
  • პარტიის მუშაობაში მონაწილეობა და პარტიის ამოცანების განხორციელება;
  • პარტიის ავტორიტეტულობის დაცვა, მისი იდეების გავრცელება და პრიციპების დაცვა;
  • საწევრო გადასახადის გადახადა კანონით დადგენილი წესით.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება რედაქტირება

1993 წელს პარტიის თავმჯდომარემ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 1995 წლის 12 ნოემბერს პარტიამ მიიღო 59 ადგილი 125-დან და ამით დაამტკიცა თავისი პოლიტიკური ძალა. 1998 წელს ამავე პარტიის თავმჯდომარემ ისევ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 1999 წელს მუნიციპალურ არჩევნებზე პარტიამ გამოიჩინა აქტიურობა.

2000 წელს ჩატარდა არჩევნები მილი მეჯლისში, სადაც „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიიღო 75 ადგილი 124-დან. 2003 წელს ჩატარდა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ახალი აზერბაიჯანის“ კანდიდატმა და გამარჯვებაც მოიპოვა 76.8 %-ით. 2005 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს 61 კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება, ხოლო მომდევნო 2010 წელს 71 კანდიდატმა[11].

2015 წელს მილი მეჯლისის მომდევნო არჩევნებში პარტიამ 69 ადგილი მიიღო პარლამენტში[12]. 2008, 2013 და 2018 წლებში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ პარტიის კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება[13].

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წელს.

პარტიის ყრილობები რედაქტირება

  1. 1999 წლის 21-22 დეკემბერს შედგა პარტიის პირველი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 2 000-ზე მეტმა წევრმა, ასევე 30-ზე მეტმა უცხოელმა წარმომადგენელმა. ყრილობაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები პარტიის საქმიანობის შესახებ - ცვლილებები, რომელშიც შევიდა წესდებასა და პარტიულ პროგრამაში, ასევე მმართველი ორგანოების არჩევა[14].
  2. 2001 წლის 21 ნოემბერს ბაქოში მმართველი პარტიის მეორე ყრილობა გაიმართა, სადაც წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელთა შორის იყო პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის შექმნა. ამ თანამდებობაზე ილჰამ ალიევი აირჩიეს. კონგრესში დაახლოებით 2 000 პარტიის წევრი მონაწილეობდა[15].
  3. 2005 წლის 26 მარტს შედგა "ახალი აზერბაიჯანის" მესამე ყრილობა, სადაც მონაწილეობდა 1800 წევრი. ანგარიში წარმოდგენილი იყო მართვის საბჭოს და ცენტრალური კონტროლისა და სარევიზიო კომისიის საქმიანობის შესახებ. ასევე, ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ[16].
  4. 2008 წლის 2 აგვისტოს ბაქოში გაიმართა პარტიის მეოთხე ყრილობა, რომელშიც მონაწილეობდა 600-ზე მეტი წევრი სხვადასხვა რეგიონებიდან. ყრილობის მთავარი თემა იყო 2008 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენა[17].
  5. 2013 წლის 7 ივნისს პარტიის მეხუთე ყრილობა გაიმართა[18], სადაც პარტიის თავმჯდომარე ხელახლა იქნა დაასაახელეს კანდიდატად მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბერში იყო დაგეგმილი. კონგრესზე ასევე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს 90-კაციანი შემადგენლობა. ასევე, აირჩიეს ცენტრალური კონტროლისა და სარევიზიო კომისიის 15 წევრი[19].
  6. 2018 წლის 8 თებერვალს შედგა პარტიის მეექვსე ყრილობა[20], სადაც თავმჯდომარის მოადგილემ ალი აჰმედოვმა წარადგინა განკარგულება თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე  საპრეზიდენტო არჩებნებში. მოცემული განკარგულება პარტიამ ერთსულოვნად მიიღო. ყრილობაზე მონაწილეობდა მმართველი პარტიის 700 მეტი წარმომადგენელი[21].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. New Azerbaijan Party
  2. NEW AZERBAIJAN PARTY - New Azerbaijan Party is the party of past, present and future! დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  3. The Council members of the Women’s Council of the NAP დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  4. The Board of the NAP Youth Union დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  5. Member of Council of the NAP Youth Union დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  6. An event devoted to the 25th anniversary of the New Azerbaijan Party was held at BSU
  7. DEPUTY PARTY CHAIRMEN დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  8. POLITICAL COUNCIL OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-04 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  9. BOARD OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  10. Central Control-Inspection Commission დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  11. ЦИК: правящая партия победила на выборах в парламент Азербайджана
  12. В Азербайджане правящая партия объявлена победителем
  13. Azerbaijan's Ruling Party Announces Aliyev's Victory in Presidential Election
  14. THE FIRST CONGRESS OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-04-28 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  15. THE SECOND CONGRESS OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  16. THE THIRD CONGRESS OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  17. THE FOURTH CONGRESS OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  18. THE FIFTH CONGRESS OF THE NEW AZERBAIJAN PARTY დაარქივებული 2018-05-11 საიტზე Wayback Machine. - პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი
  19. V съезд партии «Ени Азербайджан» выдвинул кандидатуру председателя партии, Президента Азербайджана Ильхама Алиева на предстоящих в октябре 2013 года президентских выборах - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
  20. В Баку прошел VI съезд Партии «Ени Азербайджан» - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
  21. VI съезд Партии «Ени Азербайджан» выдвинул кандидатуру председателя партии, Президента Ильхама Алиева на президентских выборах, которые пройдут 11 апреля - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი