აშშ-ის პირველი ქალბატონების სია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აშშ-ის პირველი ქალბატონების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აშშ-ის პირველი ქალბატონების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალბატონითეთრი სახლის დიასახლისის წოდება. ტრადიციულად ამ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე. თუმცა ზოგჯერ პირველი ქალბატონი არ იყო პრეზიდენტის ცოლი, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი უცოლო, ქვრივი იყო, ან მის ცოლს არ შეეძლო პირველი ქალბატონის მოვალეობების შესრულება. პირველი ქალბატონი არ არის არჩევითი თანამდებობა, მას არ ეკისრება ოფიციალური მოვალეობები და ის არ იღებს ხელფასს. ის ხელმძღვანელობს მრავალი სახის ოფიციალურ ცერემონიას. ტრადიციულად, პირველ ქალბატონს არ აქვს სამსახური თეთრ სახლს გარეთ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ეს პოსტი უჭირავს.[1] პირველი ქალბატონის ოფისი ასევე მონაწილეობას იღებს ყველა სოციალურ და ფორმალურ შეხვედრაში. მას ჰყავს პირადი მომსახურე პერსონალი, მათ შორისაა: თეთრი სახლის სოციალური მდივანი, მომსახურე პერსონალის უფროსი, პრესმდივანი, უფროსი დეკორატორი და უფროსი მზარეული. პირველი ქალბატონის სამსახური არის პრეზიდენტის აღმასრულებელი სამსახურის ნაწილი.

აშშ-ის პირველი ქალბატონი
მოქმედი:
მელანია ტრამპი

 2017 წლის 20 იანვარიდან
მიმართვის სტილი მისის ტრამპი
რეზიდენცია თეთრი სახლი
დაარსდა 30 აპრილი, 1789
პირველი თანამდებობაზე მარტა ვაშინგტონი
საიტი პირველი ქალბატონები

ეროვნული ბიბლიოთკის მონაცემებით ეს პოსტი სულ ორმოცდახუთ ქალბატონს ეკავა, თუმცა მათი ნუმერაცია ორმოცდაექვსია, რადგან გროვერ კლივლენდი პრეზიდენტი იყო ორი ვადის განმავლობაში, როგორც ოცდამეორე და ოცდამეოთხე პრეზიდენტი, ასევე მისი ცოლი ფრენსის კორნელია კლივლენდი ითვლება ორჯერ. 2009 წლის 20 იანვარს, ბარაკ ობამას ინაუგურაციის შემდეგ მისი მეუღლე, მიშელ ობამა ორმოცდამეექვსე პირველი ქალბატონი გახდა.

2009 წლის იანვრისთვის ცოცხალია მხოლოდ ექვსი წინა პირველი ქალბატონი: ბეტი ფორდი, ჯერალდ ფორდის ქვრივი; როზალინ კარტერი, ჯიმი კარტერის ცოლი; ნენსი რეიგანი, რონალდ რეიგანის ქვრივი; ბარბარა ბუში, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშის ცოლი; ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონის ცოლი; და ლორა ბუში, ჯორჯ უოლკერ ბუშის ცოლი. აშშ-ის პირველი "პირველი ქალბატონი" იყო მარტა ვაშინგტონი, ჯორჯ ვაშინგტონის ცოლი. პრეზიდენტებს ჯონ ტაილერს და ვურდო უილსონს ჰყავდათ ორი ოფიციალური პირველი ქალბატონი. ორივე მეორედ დაქორწინდა მათი პრეზიდენტობის პერიოდში. ოთხი პრეზიდენტის ცოლი მანამდე დაიღუპა, სანამ მათი ქმრები პრეზიდენტობის ფიცს დადებდნენ, მაგრამ თეთრი სახლი და პირველი ქალბატონების ეროვნული ბიბლიოთეკა მათ მოიხსენიებს პირველი ქალბატონების სიაში: მარტა სკელტონ ჯეფერსონი, ტომას ჯეფერსონის ცოლი; რეიჩელ ჯექსონი, ენდრიუ ჯექსონის ცოლი; ჰანა ვან ბურენი, მარტინ ვან ბურენის ცოლი; და ელენ არტური, ჩესტერ არტურის ცოლი. ჰარიეტ ლეინი, ჯეიმზ ბიუკენენის დისშვილი, არის ერთადართი ოფიციალური პირველი ქალბატონი, რომელიც არ ყოფილა პრეზიდენტის ცოლი. სახელწოდება „პირველი ქალბატონი“ პირველად გამოიყენა ჯეიმზ მედისონმა, როდესაც გულთბილი სიტყვებით მოიხსენია მეუღლე, დოლეი მედისონი. თუმცა ამ ტიტულს ოფიციალურობა შესძინა ჰარიეტ ლეინმა.

პირველი ქალბატონები

პირველი ლედი ქორწინების თარიღი პრეზიდენტი შევიდა თეთრ სახლში დატოვა თეთრი სახლი
1   მართა ვაშინგტონი[2][3]
(ქალიშვილობის გვარი: დენდრიჯი)
6 იანვარი, 1759 ჯორჯ ვაშინგტონი 30 მარტი, 1789 4 მარტი, 1797
2   აბიგაილ ადამსი[4][5]
(ქალიშვილობის გვარი: სმიტი)
25 ოქტომბერი, 1764 ჯონ ადამსი 4 მარტი, 1797 4 მარტი, 1801
3   მართა უელს სკელტონ ჯეფერსონი[6][7]
(ქალიშვილობის გვარი: უეილსი)
1 იანვარი, 1772 ტომას ჯეფერსონი [n 1]
4   დოლეი ტოდ მედისონი[8][9]
(ქალიშვილობის გვარი: პეინი)
14 სექტემბერი, 1794 ჯეიმზ მედისონი 4 მარტი, 1809 4 მარტი, 1817
5   ელიზაბეტ მონრო[10][11]
(ქალიშვილობის გვარი: ქორთრაითი)
16 თებერვალი, 1786 ჯეიმზ მონრო 4 მარტი, 1817 4 მარტი, 1825
6   ლუიზა კატრინ ადამსი[12][13]
(ქალიშვილობის გვარი: ჯონსონი)
26 ივლისი, 1797 ჯონ კუინსი ადამსი 4 მარტი, 1825 4 მარტი, 1829
7   რეიჩელ ჯექსონი[14][15]
(ქალიშვილობის გვარი: დონელსონი)
7 იანვარი, 1794 ენდრიუ ჯექსონი [n 2]
8   ჰანა ვან ბურენი[16][17]
(ქალიშვილობის გვარი: ჰოესი)
7 იანვარი, 1794 მარტინ ვან ბურენი [n 3]
9   ანა ჰარისონი[18][19]
(ქალიშვილობის გვარი: ტუთილ საიმსი)
22 ნოემბერი, 1795 უილიამ ჰენრი ჰარისონი 4 მარტი, 1841[n 4] 4 აპრილი, 1841
10   ლეტიცია ტაილერი[20][21]
(ქალიშვილობის გვარი: ქრისტიანი)
29 მარტი, 1813 ჯონ ტაილერი 4 აპრილი, 1841 10 სექტემბერი, 1842[n 5]
11   ჯულია ტაილერი[22][23]
(ქალიშვილობის გვარი: გარდინერი)
26 ივნისი, 1844 26 ივნისი, 1844[n 6] 4 მარტი, 1845
12   სარა პოლკი[24][25]
(ქალიშვილობის გვარი: ჩილდრესი)
1 იანვარი, 1824 ჯეიმზ ნოქს პოლკი 4 მარტი, 1845 4 მარტი, 1849
13   მარგარეტ ტეილორი[26][27]
(ქალიშვილობის გვარი: მაკალ სმიტი)
21 ივნისი, 1810 ზაქარი ტეილორი 4 მარტი, 1849 9 ივლისი, 1850
14   აბიგაილ ფილმორი[28][29]
(ქალიშვილობის გვარი: ფოვერსი)
5 თებერვალი, 1826 მილარდ ფილმორი 9 ივლისი, 1850 4 მარტი, 1853
15   ჯეინ პირსი[30][31]
(ქალიშვილობის გვარი: მინს აპლეტონი)
19 ნოემბერი, 1834 ფრანკლინ პირსი 4 მარტი, 1853 4 მარტი, 1857
16   ჰარიეტ ლეინი[32][33] [n 7] ჯეიმზ ბიუკენენი 4 მარტი, 1857 4 მარტი, 1861
17   მერი ლინკოლნი[34][35]
(ქალიშვილობის გვარი: ტოდი)
4 ნოემბერი, 1842 აბრაამ ლინკოლნი 4 მარტი, 1861 15 აპრილი, 1865
18   ელიზა ჯონსონი[36][37]
(ქალიშვილობის გვარი: მაკ-კარდლი)
17 მაისი, 1827 ენდრიუ ჯონსონი 15 აპრილი, 1865 4 მარტი, 1869
19   ჯულია ბოგს გრანტი[38][39]
(ქალიშვილობის გვარი: დენტი)
17 მაისი, 1827 ულის გრანტი 4 მარტი, 1869 4 მარტი, 1877
20   ლუსი ჰეისი[40][41]
(ქალიშვილობის გვარი: ვები)
30 დეკემბერი, 1852 რეზერფორდ ჰეისი 4 მარტი, 1877 4 მარტი, 1881
21   ლუკრეცია გარფილდი[42][43]
(ქალიშვილობის გვარი: რუდოლფი)
30 დეკემბერი, 1852 ჯეიმზ გარფილდი 4 მარტი, 1881 19 სექტემბერი, 1881
22   ელენ ლუის ჰერნდონ არტური[44][45]
(ქალიშვილობის გვარი: ლუის ჰერნდონი)
25 ოქტომბერი, 1859 ჩესტერ არტური [n 8]
23   ფრენსის კორნელია კლივლენდი[46][47]
(ქალიშვილობის გვარი: ფოლსომი; შემდეგში - პრესტონი)
2 ივნისი, 1886 გროვერ კლივლენდი 2 ივნისი, 1886[n 9] 4 მარტი, 1889
24   კაროლინ ლავინია ჰარისონი[48][49]
(ქალიშვილობის გვარი: სკოტი)
20 ოქტომბერი, 1853 ბენჯამინ ჰარისონი 4 მარტი, 1889 25 ოქტომბერი, 1892[n 10]
25   ფრენსის კორნელია კლივლენდი[46][47]
(ქალიშვილობის გვარი: ფოლსომი; შემდეგში - პრესტონი)
2 ივნისი, 1886 გროვერ კლივლენდი 4 მარტი, 1893 4 მარტი, 1897
26   აიდა მაკ-კინლი[50][51]
(ქალიშვილობის გვარი: საქსტონი)
25 იანვარი, 1871 უილიამ მაკ-კინლი 4 მარტი, 1897 14 სექტემბერი, 1901
27   ედით რუზველტი[52][53]
(ქალიშვილობის გვარი: ქეროუ)
2 დეკემბერი, 1886 თეოდორ რუზველტი 14 სექტემბერი, 1901 4 მარტი, 1909
28 ჰელენ ლუის ტაფტი[54][55]
(ქალიშვილობის გვარი: ჰერონი)
19 ივნისი, 1886 უილიამ ჰოვარდ ტაფტი 4 მარტი, 1909 4 მარტი, 1913
29   ელენ ლუის უილსონი[56][57]
(ქალიშვილობის გვარი: აქსონი)
19 ივნისი, 1886 ვუდრო უილსონი 4 მარტი, 1913 6 აგვისტო, 1914[n 11]
30   ედით გალტ უილსონი[58][59]
(ქალიშვილობის გვარი: ბოლინგი)
18 დეკემბერი, 1915 18 დეკემბერი, 1915 4 მარტი, 1921
31   ფლორენს მაბელ ჰარდინგი[60][61]
(ქალიშვილობის გვარი: კლინგი)
8 ივლისი, 1891 უორენ გამალიელ ჰარდინგი 4 მარტი, 1921 2 აგვისტო, 1923
32   გრეის ანა კულიჯი[62][63]
(ქალიშვილობის გვარი: გუდჰუ)
4 ოქტომბერი, 1905 კელვინ კულიჯი 2 აგვისტო, 1923 4 მარტი, 1929
33   ლუ ჰუვერი[64][65]
(ქალიშვილობის გვარი: ჰენრი)
4 ოქტომბერი, 1905 ჰერბერტ ჰუვერი 4 მარტი, 1929 4 მარტი, 1933
34   ელეანორ რუზველტი[66][67]
(ქალიშვილობის გვარი: რუზველტი)
17 მარტი, 1905 ფრანკლინ დელანო რუზველტი 4 მარტი, 1933 12 აპრილი, 1945
35   ელიზაბეტ ვირჯინია ტრუმანი[68][69]
(ქალიშვილობის გვარი: უოლასი)
28 ივნისი, 1919 ჰარი ტრუმენი 12 აპრილი, 1945 20 იანვარი, 1953
36   მემი ეიზენჰაუერი[70][71]
(ქალიშვილობის გვარი: დოდი)
1 ივლისი, 1916 დუაიტ ეიზენჰაუერი 20 იანვარი, 1953 20 იანვარი, 1961
37   ჟაკლინ კენედი[72][73]
(ქალიშვილობის გვარი: ლე ბოვიე, შემდეგში - ონასისი)
12 სექტემბერი, 1953 ჯონ ფიცჯერალდ კენედი 20 იანვარი, 1961 22 ნოემბერი, 1963
38 კლაუდია „ლედი ბირდ“ ალტა ჯონსონი[74][75]
(ქალიშვილობის გვარი: ტეილორი)
7 ნოემბერი, 1934 ლინდონ ჯონსონი 22 ნოემბერი, 1963 20 იანვარი, 1969
39   ტელმა „პეტ“ კატრინ ნიქსონი[76][77]
(ქალიშვილობის გვარი: რაიანი)
21 ივნისი, 1940 რიჩარდ ნიქსონი 20 იანვარი, 1969 9 აგვისტო, 1974
40   ელიზაბეტ „ბეტი“ ენ უორენ ფორდი[78][79]
(ქალიშვილობის გვარი: ბლუმერი)
15 ოქტომბერი, 1948 ჯერალდ ფორდი 9 აგვისტო, 1974 20 იანვარი, 1977
41   ელეანორ როზალინ კარტერი[80][81]
(ქალიშვილობის გვარი: სმიტი)
7 ივლისი, 1946 ჯიმი კარტერი 20 იანვარი, 1977 20 იანვარი, 1981
42   ნენსი დეივის რეიგანი[82][83]
(ქალიშვილობის გვარი: რობინსი; შემდეგში - დეივისი)
4 მარტი, 1952 რონალდ რეიგანი 20 იანვარი, 1981 20 იანვარი, 1989
43   ბარბარა ბუში[84][85]
(ქალიშვილობის გვარი: პირსი)
6 იანვარი, 1945 ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში 20 იანვარი, 1989 20 იანვარი, 1993
44   ჰილარი კლინტონი[86][87]
(ქალიშვილობის გვარი: როდჰემი)
11 ოქტომბერი, 1975 ბილ კლინტონი 20 იანვარი, 1993 20 იანვარი, 2001
45   ლორა ბუში[88][89]
(ქალიშვილობის გვარი: უელჩი)
5 ნოემბერი, 1977 ჯორჯ უოლკერ ბუში 20 იანვარი, 2001 20 იანვარი, 2009
46   მიშელ ობამა[90][91]
(ქალიშვილობის გვარი: რობინსონი)
3 ოქტომბერი, 1992[92] ბარაკ ობამა 20 იანვარი, 2009 20 იანვარი, 2017
47   მელანია ტრამპი
(ქალიშვილობის გვარი: კნაუსი)
22 იანვარი, 2005 დონალდ ტრამპი 20 იანვარი, 2017 დღემდე

შენიშვნები

  1. მართა უელს სკელტონ ჯეფერსონი გარდაიცვალა 1782 წელს, ცხრამეტი წლით ადრე ვიდრე ტომას ჯეფერსონი პრეზიდენტი გახდებოდა. მათი ქალიშვილი მართა ჯეფერსონ რანდოლფი ასრულებდა პირველი ქალბატონის მოვალეობას. მას შემდეგ, რაც მართა ვეღარ ახერხებდა თავისი მოვალეობის შესრულებას, ტომასმა სთხოვა დოლეი მედისონს, სახელმწიფო მდივნის, ჯეიმზ მედისონის ცოლს, რომ დაეკავებინა მართას ადგილი.[6][7]
  2. რეიჩელ ჯექსონი გარდაიცვალა 1828 წლის დეკემბერში, სამი თვით ადრე სანამ ენდრიუ პრეზიდენტი გახდებოდა. რეიჩელის დისშვილი, ემილი დონელსონი ასრულებდა პირველი ქალბატონის მოვალეობას, სანამ 1836 წლის 19 დეკემბერს არ გარდაიცვალა. ასევე ენდრიუს რძალი, სარა იორკ ჯექსონიიყო თეთრ სახლში, როგორც არაოფიციალური პირველი ქალბატონი 1834 წლის 26 ნოემბრიდან.[14][15]
  3. ჰანა ვან ბურენი გარდაიცვალა 1819 წლის 5 თებერვალს, თვრამეტი წლით ადრე, ვიდრე მარტინ ვან ბურენი გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი. მარტინის რძალი ანჯელიკა სინგლეტონ ვან ბურენი, ასრულებდა თეთრი სახლის პირველი ქალბატონის მოვალეობას და იყო არაოფიციალური პირველი ქალბატონი .[16][17]
  4. ანა ჰარისონი იყო ზედმეტად ავად იმისთვის, რომ გადასულიყო ვაშინგტონში ქმრის ინაუგურაციის შემდეგ, და ამიტომ მან სთხოვა თავის რძალს, ჯეინ ირვინ ჰარისონს, რომ თანხლებოდა პრეზიდენტ უილიამ ჰარისონს, სანამ ის მაისში ჩავიდოდა ვაშინგტონში. პრეზიდენტი ჰარისონი ინაუგურაციიდან 1 თვეში გარდაიცვალა, ამიტომ ანამ ვერ შეძლო ქვეყანას მოვლინებოდა, როგორც თეთრი სახლის დიასახლისი.[18][19]
  5. ლეტიცია ტაილერი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე, ჯონ ტაილერი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ თეთრი სახლის დიასახლისის მოვალეობას ასრულებდა მისი რძალი, პრიშილა კუპერ ტაილერი, სანამ ჯონ ტაილერი მეორედ დაქორწინდა 1844 წლის 26 ივნისს.[20][21]
  6. ჯულია ტაილერი დაქორწინდა ჯონ ტაილერზე 1844 წლის 26 ივნისს.[22][23]
  7. ჯეიმზ ბიუკენენი მთელი ცხოვრება უცოლო იყო, ამიტომ მისი დისშვილი, ჰარიეტ ლეინი ასრულებდა პირველი ქალბატონის მოვალეობას.[32][33]
  8. ელენ არტური გარდაიცვალა 1880 წელს. როდესაც ჩესტერ არტური გახდა პრეზიდენტი, მან სთხოვა თავის დას, მერი არტურ მაკ-ელროის, რომ შეესრულებინა პირველი ქალბატონის მოვალეობა.[44][45]
  9. ფრენსის კორნელია კლივლენდი დაქორწინდა გროვერ კლივლენდზე წლის 1886 წლის 2 ივნისს. გროვერი ინაუგურაციის დროს ჯერ კიდევ უცოლო იყო. ფრენსისის და გროვერის დაქორწინებამდე პირველი ქალბატონის მოვალეობას ასრულებდა გროვერის და, როუზ კლივლენდი.[46][47]
  10. კაროლინ ჰარისონი გარდაიცვალა მაშინ როდესაც მისი მეუღლე, ბენჯამინ ჰარისონი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. მათი ქალიშვილი მერი ჰარისონ მაკ-კი გახდა თეთრი სახლის დიასახლისი და არაოფიციალური პირველი ქალბატონი დარჩენილი დროის განმავლობაში.[48][49]
  11. ელენ უილსონი გარდაიცვალა 1914 წლის 6 აგვისტოს, ამ დროს მისი მეუღლე ვუდრო უილსონი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, ამიტომ მათმა ქალიშვილი, მარგარეტ ვუდრო უილსონი, გახდა თეთრი სახლის დიასახლისი და არაოფიციალური პირველი ქალბატონი სანამ მამამისი მეორედ დაქორწინდა 1915 წლის 18 დეკემბერს.[56][57]

სქოლიო

  1. კეროლი, ბეტი ბოიდი (2003). პირვალი ქალბატონები მართა ვაშინგტონიდან ლორა ბუშამდეFirs. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრეს-სამსახური, გვ. 200. 
  2. მარტა ვაშინგტონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-22. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  3. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მართა ვაშინგტონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  4. აბიგაილ ადამსის ბიოგარაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  5. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: აბიგაილ ადამსი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  6. 6.0 6.1 მართა ჯეფერსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  7. 7.0 7.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მართა ჯეფერსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  8. დოლეი მედისონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  9. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: დელეი მედისონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  10. ელიზაბეტ მონროს ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  11. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ელიზაბეტ მონრო. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  12. ლუიზა ადამსის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  13. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლუიზა ადამსი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  14. 14.0 14.1 რეიჩელ ჯექსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  15. 15.0 15.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: რეიჩელ ჯექსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  16. 16.0 16.1 ჰანა ვან ბურენის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  17. 17.0 17.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჰანა ვან ბურენი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  18. 18.0 18.1 ანა ჰარისონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  19. 19.0 19.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ანა ჰარისონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  20. 20.0 20.1 ლეტიცია ტაილერის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  21. 21.0 21.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლეტიცია ტაილერი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  22. 22.0 22.1 ჯულია ტაილერის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  23. 23.0 23.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჯულია ტაილერი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  24. სარა პოლკის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  25. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: სარა პოლკი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  26. მარგარეტ ტეილორის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  27. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მარგარეტ ტეილორი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  28. აბიგაილ ფილმორის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  29. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: აბიგაილ ფილმორი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  30. ჯეინ პირსის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  31. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჯეინ პირსი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  32. 32.0 32.1 ჰარიეტ ლეინის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  33. 33.0 33.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჰარიეტ ლეინი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-12. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  34. მარი ლინკოლნის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  35. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მარი ლინკოლნი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2009.
  36. ელიზა ჯონსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  37. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ელიზა ჯონსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  38. ჯულია გრანტის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  39. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჯულია გრანტი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  40. ლუსი ჰეისის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  41. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლუსი ჰეისი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  42. ლუკრეცია გარფილდის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  43. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლუკრეცია გარფილდი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  44. 44.0 44.1 ელენ არტურის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  45. 45.0 45.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ელენ არტური. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-20. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  46. 46.0 46.1 46.2 ფრენსის კლივლენდის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  47. 47.0 47.1 47.2 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ფრენსის კლივლენდი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  48. 48.0 48.1 კაროლინ ჰარისონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  49. 49.0 49.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: კაროლინ ჰარისონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  50. აიდა მაკ-კინლის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  51. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: აიდა მაკ-კინლი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  52. ედით რუზველტის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  53. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ედით რუზველტი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  54. ჰელენ ტაფტის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  55. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჰელენ ტაფტი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  56. 56.0 56.1 ელენ უილსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  57. 57.0 57.1 პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ელენ უილსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  58. ედით უილსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  59. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ედით უილსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  60. ფლორენს ჰარდინგის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  61. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ფლორენს ჰარდინგი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  62. გრეის კულიჯის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  63. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: გრეის კულიჯი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  64. ლუ ჰუვერის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  65. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლუ ჰუვერი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 9, 2012. ციტირების თარიღი: January 10, 2009.
  66. ელეანორ რუზველტის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  67. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ელეანორ რუზველტი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-29. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  68. ბეს ტრუმანის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  69. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ბეს ტრუმანი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  70. მემი ეიზენჰაუერის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-27. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  71. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მემი ეიზენჰაუერი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  72. ჟაკლინ კენედის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  73. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჟაკლინ კენედი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-23. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  74. „ლედი ბირდ“ ჯონსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  75. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: „ლედი ბირდ“ ჯონსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  76. პეტ ნიქსონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  77. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: „პეტ“ ნიქსონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  78. ბეტი ფორდის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  79. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ბეტი ფორდი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  80. როზალინ კარტერის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  81. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: როზალინ კარტერი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  82. ნენსი რეიგანის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  83. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ნენსი რეიგანი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  84. ბარბარა ბუშის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  85. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ბარბარა ბუში. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  86. ჰილარი კლინტონის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  87. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ჰილარი კლინტონი. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-14. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  88. ლორა ბუშის ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-22. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  89. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: ლორა ბუში. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  90. მიშელ ობამას ბიოგრაფია. თეთრი სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2009.
  91. პირველი ქალბატონის ბიოგრაფია: მიშელ ობამა. პირველი ქალბატონების ეროვნული ბილიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009.
  92. Fornek, Scott (October 3, 2007). „მიშელ ობამა: 'He Swept Me Off My Feet'. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2009. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში