აღრი (თურქ. Ağrı) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, ირანის საზღვართან მდებარე აღრის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, აღრიში ცხოვრობს 146,007 ადამიანი. ქალაქ აღრიში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქურთი. ეს ასეა პროვინციის ყველა რაიონში.

ქალაქი
აღრი
თურქ. Ağrı
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია აღრი
კოორდინატები 39°43′07″ ჩ. გ. 43°03′03″ ა. გ. / 39.71861° ჩ. გ. 43.05083° ა. გ. / 39.71861; 43.05083
ფართობი 1,497.27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1640 მეტრი
მოსახლეობა 146,007 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 97 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 472
საფოსტო ინდექსი 04100
საავტომობილო კოდი 04
ოფიციალური საიტი agri.bel.tr
აღრი — თურქეთი
აღრი

აღრის აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ესაზღვრება, აგრეთვე, საკუთარი პროვინციის ქალაქები. აღმოსავლეთით ესაზღვრება ელეშქირთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — თუთაკი, სამხრეთით — ჰამური, ხოლო დასავლეთით — ქალაქი თაშლიჩაი. ქალაქ აღრის ჩრდილოეთით ესაზღვრება ყარსის პროვინცია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აღრი&oldid=2950317“-დან