აღმოსავლეთ ტიმორის დროშა

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული სიმბოლო

აღმოსავლეთ ტიმორის დროშააღმოსავლეთ ტიმორის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე დროშა 2002 წელს მიიღეს. ეს ზუსტად იგივე დროშაა რომელიც ქვეყანამ 1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდონეზიის შეჭრამდე 9 დღით ადრე მიიღო[1]. 2002 წლის 19 მაისის შუაღამეს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხოლო მეორე დღეს დაეშვა გაეროს დროშა და დამოუკიდებელი აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღიმართა.

აღმოსავლეთ ტიმორის დროშა
აღმოსავლეთი ტიმორი
მიღებულია 28 ნოემბერი, 1975 (დე ფაქტო)
19 მაისი, 2002 (დე იურე)
პროპორცია 1:2
კომპიუტერული
დიზაინი
დროშა წარმოადგენს წითელი ფერის მართკუთხა ქსოვილს, რომლის მარცხენა ნაწილში გამოსახულია ორი ყვითელი და შავი ტოლფერდა სამკუთხედი, შავ სამკუთხედზე დატანილია თეთრი ვარსკვლავი.

აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ყვითელი (PMS 123) სამკუთხედი „აღმოსავლეთ ტიმორის კოლონიალური ისტორიის კვალს“ წარმოადგენს. შავი სამკუთხედი „სიბნელეს რომელიც უნდა დაიძლიოს“; დროშის წითელი (PMS 485) ფონი წარმოადგენს „ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას“; ვარსკვლავი ან „გზის მაჩვენებელი სინათლე“ თეთრი ფერისაა რაც მშვიდობას განასახიერებს.

დროშის ოფიციალური აღწერა რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, ნაწილი I, მუხლი 15:

სახელმწიფო დროშა არის მართკუთხედი და მასზე დატანილია ორი ტოლფერდა სამკუთხედი, საიდანაც მცირე მათგანი მოთავსებულია დიდზე. ერთი სამკუთხედი შავია და მისი სიმაღლე დროშის სიგრძის ერთი მესამედის ტოლია. ის მოთავსებულია ყვითელ სამკუთხედზე და მისი სიმაღლე დროშის სიგრძის ნახევარს შეადგენს. შავი სამკუთხედის ცენტრში მოთავსებულია თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც გზის მაჩვენებელ სინათლეს განასახიერებს. ვარსკვლავის ერთი ქიმი მიბრუნებულია დროშის მარცხენა ზედა კუთხისაკენ. დროშის დანარჩენი ნაწილი წითელი ფერისაა. დროშის პროპორციაა — 1:2[2].

ისტორიული დროშები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (1997) Complete Flags of the World. Dorling Kindersley, გვ. 279. ISBN 978-1-4093-5371-3. 
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2016-11-02.