აღმოსავლეთი კონფერენცია (ნჰლ)

აღმოსავლეთი კონფერენცია — ერთი იმ ორი მხარისგან, რომლისგანაც ნჰლ შედგება.

აღმოსავლეთ კონფერენცია
კონფერენცია აღმოსავლეთი
ლიგა ნჰლ (ნაციონალური ჰოკეის ლიგა)
სპორტი ყინულის ჰოკეი
ყოფილი უელსის პრინცის კონფერენცია
დაარსდა 1974
გუნდების რაოდენობა 15
უკანასკნელი ჩემპიონ(ებ)ი ნიუ-იორკ რეინჯერსი
ყველაზე მეტი ტიტული ბოსტონ ბრუინსი

ადრე ცნობილი იყო როგორც უელსის პრინცის კონფერენცია, რომელიც შექმნილი იქნა 1974 წელს, როდესაც ნჰლ გადაანაწილა გუნდები ორ კონფერენციაში (აღმოსავლეთი და დასავლეთი) შესაბამისად ოთხ დივიზიონში. ასევე აღსანიშნავია რომ ახალი კონფერენციები და დივიზიონები ნაკლებად არიან დაკავშირებული ჩრდილო ამერიკის გეოგრაფიულ მდგომარეობასთან.

უელსის პრინცის თასი სათავეს იღებს შორეული 1925 წლიდან, რომელიც იმ დროს ლიგამ საჩუქრად მიიღო მოქმედი უელსის პრინცისგან, რომელიც მომავალში გახდა მეფე ედვარდ VIII. თავიდან ეს იქნა ნჰლ ჩემპიონისთვის ბოძებული. (1926 წლამდე, სტენლი თასი წარდგენილი იყო ნჰლ და დასავლეთ ლიგის ჩემპიონს შორის). 1926-1927 წლიდან კი სტენლი თასი დაუტოვეს ნჰლ-ის ფლეი ოფის გამარჯვებულს. იმ წლებში როდესაც ნჰლ არ იყო დივიზიონები (მაგალითად: 1927 წელს და ასევე 1938 წლიდან 1967 წლამდე), უელსის პრინცის თასი ეკუთვნოდა რეგულარული სეზონის გამარჯვებულს (როგორც დღეს პრეზიდენტის თასია). 1928-1937 წლებს შორის კი თასი მიემგზავრებოდა ამერიკული დივიზიონის ჩემპიონთან. 1967 წლიდან 1974 წლამდე კი ეს თასი აღმოსავლეთ დივიზიონი გამარჯვებულთან მიემგზავრებოდა

კონფერენციები და დივიზიონები ახლიდან იქნა არჩეული 1981 წელს, როდესაც უკეთ იქნა გათვალისიწნებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობები. ამ ცვლილების მიუხედავად, შენახული იქნა უელსის კონფერენციის სახელი, რომელიც წოდებულ იქნა აღმოსავლეთ კონფერენციას. დივიზიონების და კონფერენციების სახელი სახე ცვლილი იქნა 1993 წელს, ასევე გუნდების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. ნჰლ ახალმა კომისარმა Gary Bettman-მა შეიტანა ცვლილებები: უფრო გასაგები ყოფილიყო ჰოკეის არა მოყვარულთათვის, როგორც ეს მოხდა ნაციონალურ კალათბურთის ასოციაციაში, ნაციონალური ფეხბურთის ლიგაში და ბეიზბოლის მთავარ ლიგაში, სადაც დივიზიონების და კონფერენციის სახელი მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობდა. 2005 წლის ლოკაუტის შემდეგ კი Gary Bettman-მა შეცვალა აღმოსავლეთ კონფერენციის ლოგო (მსგავსი დასავლეთ კონფერენციის და ნჰლ ლოგოებისა).

დივიზიონები რედაქტირება

1993 წლის გადახალისებამდე, უელსის კონფერენცია შედგებოდა ადამის და პეტრიკის დივიზონებისგან. დღეს კი აღმოსავლეთი კონფერენცია შეიცავს 15 გუნდს 3 დივიზიონში: ატლანტიკის, ჩრდილოეთის და სამხრეთის.

ატლანტიკის დივიზიონი

ჩრდილოეთის დივიზიონი

სამხრეთის დივიზიონი

ჩემპიონები რედაქტირება

1982 წლამდე ნჰლ ჰქონდა უნიკალური ფლეი ოფის სისტემა ნფლ, ნბა და მლბ შედარებით. გუნდები ფლეი ოფში გადიოდნენ კონფერენციისგან დამოუკიდებლად. [1] შედეგად ერთი კონფერენციის წარმომადგენელ 2 გუნდს შეეძლო სტენლი თასის ფინალში შეხვედროდნენ ერთმანეთს რაც მოხდა კიდევაც 1977, 1978 და 1980 წლებში. ამ სისტემის მიხედვით, უელსის კონფერენციის ჩემპიონი და გამარჯვებული უელსის პრინცის თასის, იყო გუნდი რომელიც ამთავრებდა საუკეთესო შედეგით რეგულარულ სეზონს კონფერენციაში.

1982 წლიდან მოყოლებული კონფერენციის, პრინც უელსის თასი იქნა მიკუთვნილი უელსის / აღმოსავლეთ კონფერენციას.

სქოლიო რედაქტირება

  1. List of Stanley Cup Playoff Formats. NHL.com. ციტირების თარიღი: 2008-04-18.