აღმოსავლეთი დიდი ბაჰამა

აღმოსავლეთი დიდი ბაჰამა (ინგლ. East Grand Bahama) — ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს კუნძულ დიდი ბაჰამის აღმოსავლეთ ნაწილში.

რაიონის მდებარეობა

ადგილობრივი თვითმმართველობა განთავსებულია პაწაწინა ქალაქ ჰაი-როკში, რომელიც ფრიპორტიდან 40 მილით აღმოსავლეთით მდებარეობს. რაიონის სხვა მნიშვნელოვანი დასახლებებია: როკი-კრიკი, პალიკან-პოინტი, გემბიერ-პოინტი და სვიტინგ-კი. მრავალი წლის მანძილზე, ჰაი-როკის სიახლოვეს აშშ-ის საჰაერო ძალები ინარჩუნებდა რეაქტიული მონიტორინგის სადგურს, რომელიც გამოიყენებოდა ფლორიდიდან, კეიპ-კანავერალიდან ნასას მიერ გაშვებული ყველა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის კავშირისთვის. სადგური ამჟამად გამოიყენება კინოსტუდიად, სადაც გადაიღეს დისნეის ფილმები: კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის კუბოს საიდუმლო და კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრულთან. ბაჰამის კუნძულების ფილმების სტუდიას ღია წყალზე გადაღებების ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობები აქვს მთელ მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება