აქსაი (რუს. Аксай) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. წარმოადგენს როსტოვის ოლქის აქსაის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ დონის როსტოვიდან 18 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობაა 41 969 კაცი (2010 წლის აღწერის მიხედვით), 38 012 კაცი (2002 წლის აღწერის მიხედვით), 33 389 კაცი (1989 წლის აღწერის მიხედვით).

ქალაქი
აქსაი
Аксай
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°15′00″ ჩ. გ. 39°52′00″ ა. გ. / 47.25000° ჩ. გ. 39.86667° ა. გ. / 47.25000; 39.86667
დაარსდა 1570
ფართობი 15 კმ², 67.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 41 969 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 4306 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86350
საფოსტო ინდექსი 346720, 346721, 346723, 346724, 346739
ოფიციალური საიტი gorod-aksay.ru
აქსაი — რუსეთი
აქსაი
აქსაი — როსტოვის ოლქი
აქსაი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ჯერ კიდევ 1569 წელს, როგორც კაზაკების დასახლება[1], 1791 წლიდან ცნობილია როგორც სტანიცა აქსაიასკაია. 1941 წლის 21-29 ნოემბერს აქსაიასკაია დაიპყრეს გერმანელმა ფაშისტებმა. 1957 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ეწოდა აქსაი.

ადმინისტრაციული სტატუსი რედაქტირება

რუსეთის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ქალაქი აქსაი არის აქსაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ის შედის აქსაის რაიონის ფარგლებში, როგორც აქსაის ურბანული დასახლება. როგორც მუნიციპალური განყოფილება, ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ასევე გააჩნია ურბანული დასახლების სტატუსი და წარმოადგენს აქსაის მუნიციპალიტეტის ოლქის ნაწილს.

ეკონომიკა რედაქტირება

აქსაი წარმოადგენს დონის როსტოვის სამრეწველო სატელიტს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2003) Энциклопедия Города России. Moscow: Большая Российская Энциклопедия, გვ. 15. ISBN 5-7107-7399-9.